თბილისი და სოხუმი საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე შეთანხმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'06 / 12:25

ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს განახლების თაობაზე, ამის შესახებ 29 მარტს სოხუმში პრეზიდენტის ახლადდანიშნულმა მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხებში ირაკლი ალასანიამ და თვითგამოცხადებული აფხაზეთის áƒ¡áƒáƒ’არეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადეს.

29 მარტს áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ალასანია პრეზიდენტის მრჩევლის რანგში áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლი ვიზიტით ესტუმრა áƒ¡áƒáƒ®áƒ£áƒ›áƒ¡.

სერგეი შამბას განცხადებით, შეხვედრა "უჩვეულოდ ნაყოფიერი“ იყო ბოლო დროის განმავლობაში.

"ჩვენ აღვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი -  ეს არის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ჩვენ ყოველთვის დაგვეხმარება მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში“, - იტყობინება "აფსნიპრესი" áƒ¡áƒ”რგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ბოლოს 2001 წლის იანვარში ჩატარდა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, საკოორდიანციო საბჭოს საქმიანობის განახლება იმ საკითხების წინ წაწევის შესაძლებელობას მისცემს მხარეებს, რომელთა ირგვლივ დაახლოებული პოზიციები არსებობს.    

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან... ნდობის აღდგენის პროცესი და პირდაპირი მოლაპარაკებები მხარეებს შორის წინ წაიწევს მხოლოდ რეგულარული შეხვედრების და ეკონომიკური პროექტების განხორციელების გზით", - იტყობინება "აფსნიპრესი" ირაკლი ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

 

Civil.Ge © 2001-2024