მოსკოვი სანაკოევზე თავდასხმას ინსცენირებას უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Jul.'08 / 18:11

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ივლისს აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დიმიტრი სანაკოვზე გუშინ მომხდარი თავდასხმა ”ინსცენირება” იყო.

”სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარდა აშკარა ინცენირება მანქანის აფეთქების, რომელიც სოფელ ქურთაში განლაგებული პროქართულ მარიონეტულ ადმინისტრაციას ეკუთვნოდა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”შემთხვევის ადგილზე არ დაუშვეს დამკვირვებლები სამშვიდობო ძალებიდან და ეუთოდან”.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ მანქანის აფეთქება ”მაშინვე გამოიყენა თბილისმა ახალი უკანონო პოსტების გასახსნელად ინციდენტი რაიონში”.

დიმიტრი სანაკოევის მანქანა 3 ივლისს ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, წვერიახოს მთასთან აფეთქდა, რის შემდეგაც მის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, სანაკოევის დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა. ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე სოფელ დმენისში თავისივე სახლის ეზოში ნაღმზე აფეთქდა ადგილობრივი მილიციის უფროსი ნოდარ ბიბილოვი. 4 ივლისის ღამით კი კონფლიქტის ზონაში მომხდარი სროლების შედეგად, რომლის წამოწყებაშიც თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს ადანაშაულებს, ორი ადამიანი დაიღუპა.

Civil.Ge © 2001-2024