ახალი შეთანხმება ძალაშია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Sep.'08 / 19:06

•áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒšáƒ˜ ძალები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ტერიტორიებს ერთი თვის ვადაში დატოვებენ;
•áƒáƒ› ტერიტორიებზე ევროკავშირის სულ ცოტა 200 დამკვირვებელი განთავსდება;
•áƒ”უთოს დამკვირვებლები ცხინვალში დაბრუნებას შეძლებენ;
•áƒ’აეროს დამკვირვებლები აფხაზეთში დარჩებიან:
•15 ოქტომბერს საერთაშორისო განხილვები დაიწყება;
•áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ›áƒ ძალის არგამოყენების პირობა დადო.

საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ 8 სექტემბერს მოსკოვში გამართული ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ქართული ტერიტორიებიდან საკუთარ ძალებს ერთი თვის ვადაში გაიყვანს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ფრანგ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ”დამატებითი ზომების თაობაზე” 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად.

მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეთანხმებული ტექსტი წაიკითხა.

”მაქსიმუმ შვიდი დღის ვადაში ფოთიდან სენაკისკენ არსებულ ხაზზე მდებარე ხუთივე საგუშაგოდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანა, იმის გათვალისწინებით, რომ მოხდება ძალის არგამოყენების გარანტიების მქონე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერა”.

”რუსული სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან ხაზზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე არსებობდა. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღეში მას შემდეგ, რაც ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდება, მათ შორის განთავსდება არანაკლებ 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან, რაც უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა იმ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ხელმოწერის გათვალისწინებით, რომლებიც გარანტიას იძლევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებაზე”.

აქვე მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ”უკვე მიიღო ამგვარი დოკუმენტები”. ხოლო პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ მან პრეზიდენტ მედვედევს გადასცა პრეზიდენტ სააკაშვილის წერილი, რომელშიც საქართველო იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს ძალა.

შეთანხმების სხვა პუნქტები ითვალისწინებს:

”გაეროს დამკვირვებლები საქართველოში კვლავაც გააგრძელებენ თავიანთი მანდატის შესრულებას თავიანთი პასუხისმგებლობის ზონაში 7 აგვისტოს მდგომარეობის რიცხოვნობის და დისლოკაციის სქემის მიხედვით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შესაძლო სამომავლო კორექტივების გათვალისწინებით”.

გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კოდორის ხეობის ჩათვლით, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების განხორციელებას აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა ამ შეთანხმების ანულირება მოახდინა, 8 სექტემბრის შეთანხმება ქმნის იმის გარანტიებს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ განაგრძოს თავისი საქმიანობა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

რაც შეეხება ეუთოს დამკვირვებლებს, შეთანხმებაში ნათქვამია:

”ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები ისევ შეასრულებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხისმგებლობის რაიონში  7 აგვისტოს მდგომარეობის რიცხოვნობის და დისლოკაციის სქემის მიხედვით ეუთოს მუდმივი საბჭოს მიერ შესაძლო სამომავლო კორექტივების გათვალისწინებით”.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეუთოს უიარაღო დამკვირვებლები შეძლებენ ცხინვალის ოფისში დაბრუნებას და განაგრძობენ ცხინვალის გარშემო 15-კილომეტრიანი რადიუსის ტერიტორიის გაკონტროლებას, როგორც ამას ისინი კონფლიქტის დაწყებამდე აკეთებდნენ.

8 სექტემბრის შეთანხმებაში ასევე ნათქვამია:

”საჭიროა დამატებითი დამკვირვებლების განთავსების მომზადების დაჩქარება  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება რუსული სამშვიდობო ძალების შესაცვლელად 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, მათ შორის მინიმუმ 200 დამკვირვებლის áƒ”ვროკავშირიდან”.

”ევროკავშირი, როგორც ძალის არ გამოყენების თაობაზე áƒžáƒ áƒ˜áƒœáƒªáƒ˜áƒžáƒ˜áƒ¡ გარანტი, აქტიურად ამზადებს დამატებითი მისიის განთავსების საკითხს, არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების დამატების სახით”.

”საერთაშორისო განხილვები, როგორც ამას 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი მედვედევ-სარკოზის გეგმა ითვალისწინებს, 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში დაიწყება”.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ განხილვების მოსამზადებელი სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.

მან დააკონკრეტა, რომ შეთანხმების თანახმად, ეს საერთაშორისო დისკუსია შემდეგ საკითხებს შეეხება:

•áƒ¡áƒ¢áƒáƒ‘ილურობა და უსაფრთხოება რეგიონში;
•áƒ“ევნილთა დაბრუნება საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპების და პოსტ-კონფლიქტური მოგვარების პრაქტიკის საფუძველზე;
•áƒœáƒ”ბისმიერი სხვა თემა დაემატება დღის წესრიგს მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

”შეთანხმება დაუყონებლივ შედის ძალაში იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა მიიღო გარანტიები ევროკავშირისგან, საფრანგეთისგან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისგან, ქართული მხარის მიერ ძალის არგამოყენების თაობაზე,” - განაცხადა მედვედევმა. 

მან ასევე დასძინა, რომ უკვე არსებობს იმის გაგება, რომ ცხინვალთან და სოხუმთან დიალოგი შესაძლებელია, როგორც მხოლოდ ”საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან”.

სარკოზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძირითადი უთანხმოება არსებობს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებულ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე.

”დღეს ყველა საკითხის გადაწყვეტა არ მომხდარა, თუმცა ის, რაზეც მოხდა შეთანხმება, ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია,” - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე სარკოზიმ.

”ევროკავშირის სურვილია დაიცვას მშვიდობის ინტერესები,” - დასძინა მან.

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელსაც თან ახლავს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ხავიერ სოლანა, თბილისში გამოემგზავრა პრეზიდენტ სააკაშვილთან შესახვედრად.

 

Civil.Ge © 2001-2024