წლიურმა ინფლაციამ აპრილში 13.5% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 May.'11 / 12:27

წლიურმა ინფლაციამ აპრილში 13.5% შეადგინა, áƒ›áƒáƒ áƒ¢áƒ¨áƒ˜ არსებული 13.9%–ის ნაცვლად, განაცხადა "საქსტატმა" 3 მაისს.

2010 წლის ივლისის შემდეგ ყოველთვიური ინფლაცია აპრილში უმნიშვნელოდ პირველად შემცირდა.
 
მაღალი ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი áƒ¤áƒáƒ¥áƒ¢áƒáƒ áƒ”ბია áƒ¡áƒáƒ™áƒ•áƒ”ბის და საწვავის ფასები.

"ჩვენ ველით, რომ საწვავის და საკვების ფასების სტაბილიზაციასთან ერთად ინფლაცია ივნისიდან კლებას დაიწყებს,“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგემელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა 3 მაისს.

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები აპრილში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.6%–ით გაიზარდა და ყოველწლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 11.8% შეადგინა, იტყობინება "საქსტატი".

ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 70,6%; ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 36,4%; ზეთსა და ცხიმზე – 34,5%; პურსა და პურპროდუქტებზე – 25,8%; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 23,3%.

"საქსტატის" ინფორმაციით, აპრილში საწვავის ფასები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 21.7%–ით გაიზარდა.  

Civil.Ge © 2001-2022