ქრისტიან–დემოკრატები მმართველი პარტიის შემოთავაზებას დათანხმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jun.'11 / 14:55

ახალი მემარჯვენეების მსგავსად, ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ განაცხადა 27 ივნისს, რომ ის დათანხმდება მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე.

დეპუტატმა ნიკა ლალიაშვიალმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადა, რომ მართალია ეს შემოთავაზება სრულად არ ასახავს იმას, რასაც ოპოზიცია მოითხოვდა, მაგრამ იგი არსებულზე უკეთესია.

მან ასევე განაცხადა, რომ ქრისტიან–დემოკრატები არ ემხრობიან მიდგომას ”ყველაფერი ან არაფერი”, რადგანაც წარსულში ამგვარმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა და ახლაც იგივე განმეორდება.

მას შემდეგ, რაც ორმა პარტიამ მმართველი პარტიის შემოთავაზებები მიიღო, ოპოზიციური რვიანი დაიშალა.

ოპოზიციურ რვიანში შემავალი სხვა პარტიების პოზიცია 27 ივნისს გახდება ცნობილი.

იმავდროულად, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ შეთანხმების ხელმოწერა 27 ივნისს 18:00 საათზე გაიმართება და დოკუმენტის ხელმოწერის შედეგად მოლაპარაკებების პროცესი დასრულდება. 

 

Civil.Ge © 2001-2024