აშშ–ის სენატმა ოკუპაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jul.'11 / 12:33

აშშ–ის სენატმა 29 ივლისს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

რეზოლუცია, S. RES. 175, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინეს. ორივე სენატორი ვაშინგტონში არსებული საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში, ”ატლანტიკურ საბჭოში”, საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან.

"დღეს სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ერთხმად გამოხატა“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა 29 ივლისს, "მართალია, მე ძალიან მოხარული ვარ სენატის áƒáƒ› გადაწყვეტილებით და იმ ნათელი გზავნილით, რომელსაც საქართველოს და რუსეთის ფედერაციას ვუგზავნით, სიტუაცია იქ მყიფე და მოუგვარებელი რჩება, რადგანაც რუსულ შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები“.

საქართველოს ელჩი აშშ–ში თემურ იაკობაშვილი მიესალმა რეზოლუციას და განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციების ”სოლიდური და მყარი საფუძველია”. 

მიღებულმა რეზოლუციამ მცირედი ცვლილება განიცადა იმ თავდაპირველი პროექტისგან, რომელიც 2010 წლის დეკემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარედგინა. თუმცა, მთლიანობაში დოკუმენტის არსი áƒ£áƒªáƒ•áƒšáƒ”ლია და მოუწოდებს რუსეთს თავისი შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს.

ერთ–ერთი ცვლილება, რომელიც ახალ ტექსტშია, ეხება სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებათა მიმართ გამოყენებულ ტერმინებს. თუ რეზოლუციის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გამოყენებული იყო ტერმინი ”დე ფაქტო”, áƒ“ამტკიცებულ ტექსტში áƒ”ს ტერმინი შეცვლილია და მის მაგივრად გამოყენებულია ”მაკონტროლებელი ძალაუფლება“ – სწორედ ამ ტერმინით იხსენიებს სოხუმის და ცხინვალის ხელისუფლებებს საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დამტკიცებული ტექსტი ასევე ასახავს რამოდენიმე იმ ახალ მოვლენასაც, რომელიც დეკემბრის შემდეგ მოხდა. მათ შორის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ბერლინში 15 აპრილს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ის ამბობს, რომ ”იზიარებს საქართველოს წუხილს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით.” რეზოლუციაში ასევეა ნახსენები აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტები. 

რეზოლუცია ადასტურებს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობისადმი მხარდაჭერა, ასევე áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად აღიარება შეერთებული შტატების პოლიტიკის ნაწილია“.

დოკუმენტი მოუწოდებს მოსკოვს, ცხინვალს და სოხუმს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს და საერთაშორისო მისიებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრული და ღირსეული დაბრუნების საშუალება მისცენ.   

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სენატი „მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ ჩართულობას და ნდობის აღდგენის ღონისძიებებს საქართელოს ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებებს შორის და ხალხთა შორის დამატებითი კონტაქტებისკენ მოუწოდებს“.

„[სენატი] ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება კავკასიის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტია áƒ“ა რომ ხანგრძლივი რეგიონალური სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი და მხარეებს შორის გრძელვადიანი დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგის გზითაა შესაძლებელი,"– აღნიშნულია რეზოლუციაში.

Civil.Ge © 2001-2024