![]() |
|||
ქართველი ამომრჩევლები 8 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით ახალ 150–წევრიან პარლამენტს აირჩევენ. პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელიც არჩევნებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება. 8 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ამომრჩევლები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლეს საბჭოს აირჩევენ.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა. საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს – ერთის შესაბამისი ერთმანდატიანი ოლქიდან მაჟორიტარის ასარჩევად, მეორე ბიულეტენში კი არჩევანს სასურველი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ გააკეთებს. მაჟორიტარული მანდატები 73 მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის სულ 816 კანდიდატი იბრძოლებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შესაბამის ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს პირველი ტურში გამარჯვების მისაღწევად. მეორე ტური საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ პირველ ტურში 50%–იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ დაძლევს. მეორე ტური პირველი ტურიდან მაქსიმუმ 25 დღეში უნდა გაიმართოს. ადრე საარჩევნო ბარიერი 30% იყო, თუმცა 2015 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ის 50%–მდე გაიზარდა. ბარიერის აწევამ მეორე ტურების ალბათობაც გაზარდა; თითოეულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 6–დან 16–მდე მერყეობს. კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პარლამენტმა წლის დასაწყისში ოლქების ახლებურად ფორმირებას დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით არსებული უთანასწორობა მნიშვნელოვნად შემცირდა მცირე ოლქების გაერთიანების და მსხვილი ოლქების გაყოფის შედეგად. შედეგად, ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, უმეტეს შემთხვევაში, მუნიციპალურ საზღვრებს აღარ ემთხვევა. ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო ოლქში ყველაზე უმცირესში დაახლოებით 41 300–დან (თბილისის ერთმანდატიანი ოლქი, რომელიც ძირითადად ვაკის რაიონს მოიცავს) ყველაზე უმსხვილესში 53 400–მდე მერყეობს (გურჯაანის ერთმანდატიანი ოლქი). ოლქების ახლებურად ფორმირებამდე ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით 150 000–დან 6 000–მდე მერყეობდა. პროპორციული მანდატები პარტიული სიით, ანუ პროპორციული სისტემით პარლამენტში სულ 77 ადგილია დასაკავებელი. იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ მისაღები მანდატები, რომლებიც 5%–იან ბარიერს დაძლევენ, შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება: პარტიის/ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 77–ზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე - მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. თუ პარტია/ბლოკი 5%–იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ ამ ფორმულით მისაღები მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აღმოჩნდება, ეს პარტია/ბლოკი მაინც 6 მანდატს მიიღებს არჩევნებში უკეთესი შედეგების მქონე სხვა პარტიების ადგილების ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ 5%–იანი ბარიერის გადალახვა გარანტიას აძლევს პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომ ფრაქცია შექმნას პარლამენტში, რასაც მინიმუმ 6 დეპუტატის გაერთიანება სჭირდება.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. საარჩევნო ბლოკები საარჩევნო ბლოკი არის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კოალიცია, რომელიც არჩევნებში ერთიანი ძალებით და სიით მონაწილეობს. ქვემოთ მოცემულია 6 საარჩევნო ბლოკის სია:
პარტიები
საქართველოში სამსაფეხურიანი საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს – საუბნო საარჩევნო კომისიები, რომლებიც კენჭისყრის ადმინისტრირებას ახორციელებენ, საოლქო საარჩევნო კომისიები და ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო). ცენტრალური საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება, თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ჩათვლით, რომელსაც ეს თანამდებობა ხუთწლიანი ვადით 2013 წლის სექტემბრიდან უკავია. ცესკოს 7 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ. ცესკოში საკუთარი წევრები შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს ყავთ: ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; ნაციონალური მოძრაობა; თავისუფალი დემოკრატები; კონსერვატიული პარტია (რომელიც პარტია ქართული ოცნების მოკავშირეა); რესპუბლიკური პარტია; მრეწველები და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა. ცესკოს ხუთ წევრს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს. ცესკოს მსგავსად, საოლქო და საუბნო კომისიებიც 13-13 წევრისგან შედგება, სადაც 7 წევრს ცესკოში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ. საოლქო საარჩევნო კომისიების რაოდენობა 73-ს შეადგენს. საქართველოში 3 634–ს საუბნო კომისია მოქმედებს. ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 40 ქვეყნის 47 ქალაქში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი, რასაც ემატება ორი უბანი ავღანეთში, სადაც ნატოს მისიაში ჩართული ქართველი სამხედროები მისცემენ ხმას. ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 884–ს შეადგენს. ცესკოს ინფორმაციით, საზღვარგარეთ 49 719 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
აჭარის არჩევნებში 11 პარტია და 4 ბლოკი იღებს მონაწილეობას. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საარჩევნო სისტემის მსგავსად, აჭარის არჩევნებიც შერეული სისტემით იმართება – უმაღლესი საბჭოს 15 წევრი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან და საარჩევნო ბლოკებიდან, რომლებიც აჭარაში 5%-იან ბარიერს გადალახავენ. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025