შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
Civil Georgia, Tbilisi / 16 Apr.'18 / 18:46

ვანის áƒ“ა ხონის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  28 აპრილს დანიშნულ საპარლამენტო შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის ცენრტალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რვა პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი  კანდიდატები დარეგისტრირდნენ.

ქართული ოცნებიდან არჩევნებში მონაწილეობას გივი ჭიჭინაძე მიიღებს.  საპარლამენტო ოპოზიციური  პარტიებიდან, კერძოდ ევროპული საქართველოდან გიგი უგულავას, საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან კი გერმანე ხურციძეს კანდიდატურებია წარდგენილი.

იმის გამო, რომ საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები  არ წარადგინეს, ცესკომ რეგისტრაცია გაუუქმა სამ პარტიას, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას და მასთან საარჩვენო ბლოკში შემავალ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას (ედპ).

გასულ კვირას ათმა არასაპარლამენტო პარტიამ 28 აპრილს დანიშნულ შუალედურ არჩევნებს „არათანაბარი“ საარჩევნო გარემოს გამო ბოიკოტი გამოუცხადა. მათ შორის არიან ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო, ევროპელი დემოკრატები, ახალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის დეპუტატმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 28 აპრილს არჩევნები მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Civil.Ge © 2001-2024