ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 23 Apr.'18 / 17:59


საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა იმ საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც ყოველწლიურად საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება.

20-22 აპრილს ვიზიტის შეჯამებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს მის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული ფინანსური რეფორმების მიმართ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნების განვითარებას ისახავს მიზნად.

„საქართველო რეფორმატორი ქვეყნიდან შემსრულებელი ქვეყნის მიმართულებით მიდის“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრენკ ჰიმსკერკმა, რომელიც მიესალმა ბახტაძის მიერ მის მიწვევას საქართველოში მომდევნო თვეში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის, სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებს, ასევე შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრს, იოჰან შნაიდერ-ამანს.

მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს იგი ნიუ-იორკში განაგრძობს შეხვედრებს, ხოლო საქართველოში თვის ბოლოს დაბრუნდება.

Civil.Ge © 2001-2024