ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 25 Apr.'18 / 18:33

 
გენადი გაგულია, რაულ ხაჯიმბა და ბესლან ბარციცი. ფოტო: abkhazinform.com 

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 აპრილს გენადი გაგულია რეგიონის 12-წევრიანი მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნა. მან ამ პოსტზე ბესლან ბარციცი შეცვალა, რომელსაც ეს თანამდებობა 2016 წლის აგვისტოდან ეკავა.

დღეს მთავრობისთვის ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ცვლილება „სამუშაო პროცესის“ ნაწილია. „მთავრობა განაგრძობს მუშაობას და ის საკითხები, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა მან.

გენადი გაგულიას 2005 წლიდან რეგიონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა - 1995-1997 და 2002-2003 წლებში.

Civil.Ge © 2001-2019