Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი და მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე თანხმდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 აგვ.'08 / 03:48

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო ევროკავშირის შუამავლობით მომზადებული პრინციპები ცეცხლის შეწყვეტის გეგმის თაობაზე, რომელსაც მანამდე რუსეთმა დაუჭირა მხარი. 

თბილისში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას სარკოზიმ განაცხადა, რომ მას ხანგრძლივი და ამომწურავი განხილვები ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმების ტექსტზე.

მისივე თქმით, შეთანხმების თავდაპირველ ტექსტში რამდენიმე ცვლილება იქნა შეტანილი. ტექსტი პირველად მოსკოვში გახმოვანდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი 12 აგვისტოს თავის რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნის გამო რამოდენიმე ცვლილება შეეტანათ, იგი მოლაპარაკებების დროს ორჯერ დაუკავშირდა პრეზიდენტ მედვედევს.

ტექსტი, რომლისთვისაც მხარეებს ხელი არ მოუწერიათ, წარმოადგენს  იმ ძირითადი პრინციპების პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განსაზღვრავს.

როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი შეთანხმებულ ტექსტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს 13 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე და შემდეგ მომზადდება რეზოლუციის პროექტი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინება დასამტკიცებლად, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

შეთანხმების ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩება მოსკოვში შეთანხმებული პროექტის ვარიანტისგან.

თუმცა, ქართულმა მხარემ დაჟინებით მოითხოვა დოკუმენტიდან იმ დებულების ამოღება, რომელიც ”სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსზე საერთაშორისო განხილვების” დაწყებას და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს დებულება ამოღებულია მისი ბუნდოვანების გამო, რათა არ იქნას ის სხვადასხვა ინტერპრეტაციით გამოყენებული, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების თვალსაზრისით.

”არ გვინდა, რომ რაიმე ეჭვები დარჩეს [ამ საკითხზე] - და მე ვფიქრობ, პრეზიდენტი სარკოზი ამას ეთანხმება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერასდროს ვერ იქნება დაყენებული ეჭვქვეშ ნებისმიერი საერთაშორისო პროცესის დროს. ეს უდავოა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

პირველი პრინციპია ძალის არ გამოყენება და ”ეს ეხება,” -  განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ”ყველა მხარეს - ოსებს, აფხაზებს, რუსეთსა და საქართველოს”.

მისი თქმით, მეორე პრინციპია საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ”ამ ეტაპზე ეს დროებითია, მაგრამ არის განზრახვა, რომ მას პერმანენტული ხასიათი მიეცეს,” - განაცხადა სარკოზიმ.

შეთანხმების მესამე პრინციპია ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილება. ”ამას ბატონი კუშნერი გააკონტროლებს,” - განაცხადა სარკოზიმ.

მეორე პრინციპის თანახმად, ქართული მხარე იღებს ვალდებულებას დააბრუნოს შეიარაღებული ძალები საწყისი დისლოკაციის პოზიციებზე და რუსული მხარეც გაიყვანს თავის ძალებს რეგიონიდან.

მაგრამ ეს მხოლოდ იმ დამატებით რუსულ ძალებს ეხება, რომელიც რუსეთმა რეგიონში სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განალაგა. რეგიონში უკვე ათ წელიწადზე მეტხანს განლაგებული რუსი სამშვიდობოები ამ ეტაპზე იქ დარჩებიან.

შეთანხმების მეხუთე პუნქტში ნათქვამია, რომ რუსი სამშვიდობო ძალები ”მიიღებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს დებულება გულისხმობს ყველა მხარის მიერ, მათ შორის დასავლეთის ქვეყნების მიერ, იმ ვალდებულების აღებას, რომ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაცია განხორციელდება.

”მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად იქნება დროებითი ფორმატი, მოგვიანებით მას ჩაანაცვლებს საერთაშორისო პროცესი ევროკავშირის, გაეროს მონაწილეობით,” - განაცხადა სააკაშვილმა.  ”რასაც აშკარად მოვაღწიეთ ამ ეტაპზე არის საომარი მოქმედებების შეჩერება და საოკუპაციო ძალების გაყვანა. ჩვენ გვაქვს დროებითი ფორმატი სამშვიდობოებთან - ეს კარგია; მაგრამ შემდეგ უნდა იყოს პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ჩვენ ყველა მხარის ვალდებულება გვაქვს”.  

”რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დოკუმენტი, მაგრამ იგი შეიცავს ზოგად პრინციპებს. ჩვენ იურიდიული დეტალები გვჭირდება; ჩვენ გვჭირდება უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და გვჭირდება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე და მთელი პროცესის მეტი ინტერნაციონალიზაცია,” - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ ვადებს. ”ის მოუწოდებს საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეჩერებისკენ და ძალების გაყვანისკენ,” - განუცხადა მან Civil.Ge-ს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17