Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'10 / 17:57

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 12 ნოემბერს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა განსახილველად.

თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, პროექტი გაზრდილია შემოსავლების ნაწილში 5.946 მლრდ ლარამდე; ხოლო ხარჯები  – 5.800 მლრდ ლარამდე. გრანტების საერთო მოცულობა 346.6 მლნ ლარს შეადგენს, გადამუშავებული პროექტის თანახმად.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მომავალი წლის „ეკონომიკური გაჯანსაღების ბიუჯეტში“ ეკონომიკის 4.5%–იანი ზრდაა დაგეგმილი, ხოლო ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 7%–ს შეადგენს. ბაინდურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წელსაც 7%–იანი ინფლაცია იყო ნავარაუდევი, თუმცა "გადავხედეთ და ეს მონაცემი 9% გახდა“, რაც მისი თქმით, ხორბალზე ფასების მატებამ განაპირობა.

მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ განათლება, ჯანდაცვისა და სოციალური სფერო, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

თუმცა განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების დაფინანსება, კიდევ თერთმეტი სამინისტროს მსგავსად, უცვლელი დარჩა ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში.

თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მხოლოდ ოთხი სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და შემდეგნაირად განისაზღვრა:  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1.055 მლრდ ლარი;  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 58.3 მლნ ლარი; სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 105.5 მლნ ლარი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  34.5 მლნ ლარი.

კორექტირებულ ბიუჯეტში, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, შემცირებულია მხოლოდ ორი უწყების დაფინანსება: ფინანსთა სამინისტრო –  224.2 მლნ ლარი; და ენერგეტიკის სამინისტრო  – 50.9 მლნ ლარი.

საპარლამენტო უმცირესობამ ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა "გაუმჭირვალობის“ გამო, განსაკუთრებით კი ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების ნაწილში. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტში "სხვა ხარჯების" სახით 899.4 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ წარმოდგენილ დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობის დაპირებების არ შესრულების ბიუჯეტი“ უწოდა.

პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიების ზრდას, როგორც ამას 100 აშშ დოლარამდე მმართველი პარტია ჯერ კიდევ 2008 წელს, წინასაარჩევნოდ პირდებოდა, უპასუხა, რომ დღეს პენსიონერები პენსიას დაგვიანების გარეშე იღებენ და გარდა ამისა, სხვა სოციალური დახმარების პროგრამებიც მოქმედებს. 

საპარლამენტო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მცირედით კიდევ შეიცვალოს, რის შემდეგაც მას დეპუტატები დეკემბერში საბოლოოდ დაამტკიცებენ.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36