Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილს 148 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'12 / 17:48


ბიძინა ივანიშვილი ქუთაისში 10 ივნისს გამართულ აქციაზე მხარდამჭერებს მიმართავს. ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 11 ივნისს გამართული ორი მოსმენის დროს საერთო ჯამში 148.68 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმის ოდენობა საქართველოს წლევანდელი საბიუჯეტო შემოსავლების 2.1%–ს შეადგენს და ივანიშვილის პირადი ქონების, რომელიც 6.4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, დაახლოებით 1.4%–ს.

მრავალმილიონიანი ჯარიმა ივანიშვილს მას შემდეგ დაეკისრა, რაც სასამართლომ კონტროლის პალატის ორი გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომელიც ივანიშვილს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

ივანიშვილის ადვოკატებმა დაგმეს სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს და კონტროლის პალატის შეთანხმებული ძალისხმევა და ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული კამპანიის ნაწილი. მათ განაცხადეს, რომ ისინი ორივე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა ასევე მიანიშნეს, რომ მათ წარმატების არანაირი იმედი არ აქვთ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება შემდეგ 48 საათში უნდა გამოიტანოს.

ჯარიმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან შვიდი დღის ვადაში უნდა დაიფაროს.

კონტროლის პალატის ბრალდებები ორ საქმეს ეხება.

პირველი საქმე ეხება „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების “ბურჯის” და “ელიტა ბურჯის” მიერ „239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების“ გაწევის ფაქტს. კონტროლის პალატამ გაწეული მომსახურება 2 242 994 ლარად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელებას წარმოადგენს. კონტროლის პალატა ივანიშვილისთვის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ ეს თანხა გაორმაგდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22.42 მილიონი ლარი შეადგინა ივანიშვილის მიერ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის არაერთგზის დარღვევის გამო.

126.22 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა ივანიშვილს იმ საქმესთან დაკავშირებით დაეკისრა, რომელიც  “გლობალ TV”-ის მიერ „ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების“ ფაქტს ეხება. კონტროლის პალატის თქმით, “გლობალ TV”-ის მიერ ივანიშვილის ფინანსების გამოყენებით სატელიტური ანტენების უფასოდ დარიგება ასევე წარმოადგენს პარტიების შესახებ კანონის დარღვევას. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით ამომრჩევლებს 12 662 019 ლარის ღირებულების საჩუქრები დაურიგდათ და ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა. თუმცა, შემდეგ ეს თანხა 126.22 მილიონ ლარამდე გაორმაგდა, ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ეს კანონი ივანიშვილმა განმეორებით დაარღვია.

Global Contact Consulting, რომელიც "გლობალ TV"-ის“ სახელითაა ცნობილი, საკაბელო ოპერატორია, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტურ ანტენებსაც ამონტაჟებს.

კომპანიის თქმით, კამპანიის დაწყების დღიდან “გლობალ TV”-მ ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 25 000 ოჯახში დაამონტაჟა სატელიტური ანტენები.

“გლობალ TV”-ი ერთადერთი საკაბელო კომპანიაა, რომელზეც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი „მეცხრე არხი“ გადის. ტელეკომპანია ასევე ხელმისაწვდომია სატელიტზე.

“გლობალ TV”-ის აქციების 66.8%–ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია; აქციების 16% საქართველოს სამ მოქალაქეს შორისაა გადანაწილებული, ხოლო 17.2%–ის მფლობელი ამერიკელი მოქალაქეა, საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტების თანახმად.

„გლობალ TV”-ის განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა Civil.ge-ს 8 ივნისს, რომ კომპანიამ გაყიდვების ხელშეწყობის კამპანია მარტის დასაწყისში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სატელიტური ანტენების დამონტაჟება უფასოდ ხდება იმ რეგიონებში, სადაც, ნაციონალური მაუწყებლების გარდა, სხვადასხვა ტელეარხებზე წვდომა შეზღუდულია. კამპანიის ფარგლებში, კლიენტებს არ მოუწევთ ყოველთვიური გადასახადის გადახდა ერთი წლის განმავლობაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ 4 ლარს გადაიხდიან ყოველთვიურად სააბონენტო გადასახადის სახით.

გიორგი ამირანაშვილმა, რომელიც კონტროლის პალატას წარმოადგენდა სასამართლოში, განუცხადა მოსამართლეს 8 ივნისს, რომ  “გლობალ TV”-მ მხოლოდ მას შემდეგ შეძლო კამპანიის დაწყება, რაც ალექსანდრე ივანიშვილმა სესხი მიიღო თავისი ძმისგან, ბიძინა ივანიშვილისგან. მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ კონტროლის პალატამ  “გლობალ TV”-ის 40–ზე მეტი ახალი კლიენტი გამოკითხა და მათმა უმეტესობამ ან დაადასტურა, რომ ანტენები დაამონტაჟეს, როგორც „საჩუქარი ივანიშვილისგან“ ან განაცხადა, რომ სატელიტური ანტენები „ქართული ოცნების სახელით“ იქნა დამონტაჟებული. კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ის სქემა, რომლითაც “გლობალ TV” ანტენებს ამონტაჟებდა, გათვლილი იყო არა კომერციულ მოგებაზე, არამედ პოლიტიკურად იყო მოტივირებული. 

ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ქმედებები „მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს“.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში ანტენების გავრცელებით მოხდება ის, რომ თქვენი ტელევიზიაც და სხვა ტელევიზიებიც, ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი“, – განაცხადა მან.

ამ ბოლო მრავალმილიონიანი ჯარიმის ჩაუთვლელად, მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილს და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დღემდე დაეკისრათ, 11.38 მილიონი ლარი შეადგინა

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7