ახალი ამბები საქართველოდან
15 ოქტ. '24
Civil.ge-ს შესახებ
Eng
|
ქარ
|
Рус
ბოლო განახლება:
11:10 - 28 აპრ.'18
მთავარი
ახალი ამბები
პოლიტიკა
კლარიონი
ეკონომიკა
კომენტარები
ინტერვიუ
არჩევნები
ფოტო
არქივი
ახალი ამბები
28 აპრ. შაბათი
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
11:10
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ. პარასკევი
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
18:49
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
18:09
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ. ხუთშაბათი
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
19:07
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
16:47
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ. ოთხშაბათი
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
18:33
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
15:17
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
14:18
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ. სამშაბათი
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
17:29
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
12:42
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
23 აპრ. ორშაბათი
სასამართლომ ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ სცნო
18:28
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს საქალაქო სასამართლო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
17:59
მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აპრილს გაემგზავრა, სადაც თვის ბოლომდე დარჩება.
წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
15:42
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა.
რუსეთის საგარეო უწყება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ თბილისის პოლიტიკას აკრიტიკებს
15:34
მარია ზახაროვას თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს ახალი პოლიტიკური რეალობა და აღიაროს მათი დამოუკიდებლობა.
20 აპრ. პარასკევი
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
19:09
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
16:04
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
12:57
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ. ხუთშაბათი
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
18:12
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
15:58
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
13:02
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ. ოთხშაბათი
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
19:32
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
19:07
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
16:09
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
14:06
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
12:04
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ. სამშაბათი
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
16:12
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ. ორშაბათი
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
18:46
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სოციალ-დემოკრატები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს
17:48
პარტიას ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შვიდწევრიანი ფრაქცია ყავს.
ევროკავშირი: საქართველოს შრომის უსაფრთხოების კუთხით პროგრესი აკლია
15:07
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების წუხილებს უპასუხა.
14 აპრ. შაბათი
მოსკოვმა საქართველოს ინტერესთა სექციის თანამშრომელი გააძევა
16:27
სექციის თანამშრომელს შვიდი დღე აქვს ქვეყნის დასატოვებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
13 აპრ. პარასკევი
ეკონომიკის მინისტრი ჩინეთში ვიზიტის დროს ვაჭრობის და ტრანსპორტის მინისტრებს შეხვდა
18:39
დიმიტრი ქუმსიშვილი პეკინში „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
კობახიძე Freedom House-ის ანგარიშს და ‘ფსევდო-ლიბერალურ’ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს
14:35
პარლამენტის თავმჯდომარემ Freedom House-ის ბოლო ანგარიშს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ „მიკერძოებული“ უწოდა.
12 აპრ. ხუთშაბათი
კობახიძე შიდაპარტიულ დავაზე საუბრობს და პარტიული დისციპლინის დარღვევის წინააღმდეგ აფრთხილებს
18:35
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები განხორციელდება სარევიზიო კომისიასა და პოლიტსაბჭოში.
მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება
13:50
ზოგიერთმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის ხელში ჩაგდებაში დაადანაშაულა.
კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი დანიშნა
12:15
შალვა თადუმაძე 2012 წლის ოქტომბრიდან მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო.
11 აპრ. ოთხშაბათი
მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა
15:38
საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს შეხვდა.
Freedom House-ის კვლევის თანახმად, საქართველო უარყოფითი მიმართულებით მიდის
14:06
კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა 4.68-ს შეადგენს, რაც 2017 და 2016 წლების მაჩვენებლებზე დაბალია.
10 აპრ. სამშაბათი
მმართველი პარტიის დეპუტატებს შორის კოორდინაციის და გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა
16:32
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების უმრავლესობა ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბება.
06 აპრ. პარასკევი
პოლონეთის საელჩო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას
17:01
საელჩოს თქმით, ეს ხელს შეუწყობს ვაჭრობას, გაზრდის განათლების ხელმისაწვდომობას და მოსახლეობისთვის სხვა მომსახურებებს უზრუნველყოფს.
სოხუმი და ცხინვალი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე უარს აცხადებენ
16:15
ოკუპირებული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ერთდაერთი გზა უკეთესი მომავლისკენ თბილისის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებაა.
05 აპრ. ხუთშაბათი
უსაფრთხოების სამსახური საგარეო და საშინაო საფრთხეებზე ანგარიშს აქვეყნებს
18:43
ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობა ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.
გედევან ფოფხაძე ქართული ოცნების დატოვებას გეგმავს
16:22
იგი პირველი დეპუტატი იქნება, რომელიც 2016 წლის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობას დატოვებს.
ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
11:56
"საქნახშირის" ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაღაროში სამთო დარტყმას მოყვა.
კიდევ ოთხი ქვეყანა მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას
11:45
გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, შვედეთის და ნიდერლანდების საელჩოები მთავრობის წინადადებათა პაკეტს მიესალმნენ.
აშშ მიესალმა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას
11:25
აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს გაზრდის მობილობის შესაძლებლობებს, საარსებო სახსრების გაუმჯობესებას და განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
04 აპრ. ოთხშაბათი
ევროკავშირი: საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს“
17:11
ინიციატივა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან „ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას სრულად შეესაბამება".
მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოდის
16:34
ინიციატივა სამი კომპონენტისგან შედგება: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება, განათლება და ევროკავშირში ინტეგრაციის სარგებელზე წვდომა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი დაამტკიცა
15:24
სახალხო დამცველის კვოტით - იზაბელა ოსიპოვა, ხოლო უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ.
შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს
13:53
ახალი გუბერნატორები თანამშრომლებს და ადგილობრივ ადმინისტრაციებს უკვე წარუდგინეს.
03 აპრ. სამშაბათი
სააკაშვილი ამომრჩევლებს მიმართავს და ხელფასების ზრდას პირდება
18:42
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა.
ცხინვალი ამერიკელ დიპლომატებს ძალის არგამოყენების განცხადების მიღების ჩაშლაში ადანაშაულებს
16:44
მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეები აშშ-ის მიუღებელი ფორმულირების გამო ვერ შეთანხმდნენ ერთობლივ დოკუმენტზე.
მმართველი პარტიის ლიდერები რეგიონებს სტუმრობენ
12:30
რეგიონული შეხვედრების შემდეგ ქართული ოცნება პარტიის ყრილობის მოწვევას გეგმავს.
სხვა ამბები »
RSS
Mobile
Twitter
Facebook
block wide #3:
სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17