სატელევიზიო გადაცემის მოსალოდნელი დახურვის გამო მთავრობას ცენზურაში ედება ბრალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jul.'05 / 14:25

ტელეკომპანია "მზის“ გადაწყვეტილებამ დახუროს ყოველდღიული პოლიტიკური áƒ—ოქშოუ "არჩევანის ზღვარზე“ მწვავე დებატები გამოიწვია ხელისუფლების áƒ›áƒ®áƒ áƒ˜áƒ“ან მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლასთან დაკავშირებით. 

კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადება, რომელმაც ტელეკომპანია "მზე“ რუსთაველის მოედანზე 30 ივნისს მომხდარი არეულობის გაშუქების გამო გააკრიტიკა. ტელეკომპანია "მზე“-სთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უბიძგა ოპოზიციონერ პარლამენტარებს "რესპუბლიკური“, "ახალი მემარჯვენეებისა" და "კონსერვატორული“ პარტიებიდან ხელისუფლება ტელეკომპანიაზე ზეწოლაში დაედანაშაულებინათ. თუმცა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდებები.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "მზის“ აქციების 50%-ი ბიზნესმენს და პარლამენტარს დავით ბეჟუაშვილს ეკუთვნის. იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. დანარჩენ 50%-ს პარლამენტარი ვანო ჩხარტიშვილი ფლობს.

პოლიტიკური თოქშოუს "არჩევანის ზღვარზე“ წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა 6 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო გადაცემა 8  ივლისს გავიდოდა ეთერში. ტელეკომპანია "მზის“ წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის მაუწყებლობის ფორმატში დაგეგმილი ცვლილებებით ხსნიან.

ტელეკომპანია "მზის“ ღამის გადაცემა უკვე მეორედ ხდება მედიაზე მთავრობის ზეწოლის áƒ¨áƒ”სახებ გამართული დებატების მიზეზი. თებერვალში გადაცემა დროებით დაიხურა, მას შემდეგ რაც პროგრამაში დაიწყეს იმ ექსპერტების მოწვევა, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამდნენ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის მიმართ.  

Civil.Ge © 2001-2024