გელაშვილი თავდასხმას პრეზიდენტის რეზიდენციას უკავშირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jul.'05 / 10:56
მდიდარი ბიზნესმენი და დეპუტატი ვალერი
გელაშვილი ოპოზიციურ "რესპუბლიკურ პარტიაში"
ივნისში გაერთიანდა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ხანმოკლე ინტერვიუში დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც 14 ივლისს შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს, ამ თავდასხმაში ხელისუფლება დაადანაშაულა და ინციდენტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას დაუკავშირა. ამ ობიექტს გელაშვილის სამშენებლო კომპანია "ევრა“ აშენებს.

დეპუტატმა გელაშვილმა, რომელსაც თავის არეში მრავალი დაზიანებები აქვს მიყენებული, ინტერვიუ საავადმყოფოს პალატაში მისცა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა იგი, რომ თავდასხმის მიზეზი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებული დაპირპისპირება იყო, მან განაცხადა, „დიახ. სხვა რა მიზეზი áƒ¨áƒ”იძლება იყოს?“   

2002 წელს, ვალერი გელაშვილმა, რომელიც სამშენებლო კომპანია "ევრას“ ხელმძღვანელობს, ავლაბარში 2,300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და კერძო სახლის მშენებლობა დაიწყო. ეს ტერიტორია საგზაო პოლიციის ძველი შენობის გვერდით მდებარეობს.

კომპანია "ევრას“ ვებ-გვერდის áƒ›áƒ˜áƒ®áƒ”დვით, 2004 წელს გელაშვილს ხელისუფლებამ სთხოვა გადაეცა ეს შენობა სახელმწიფოსთვის, მას შემდეგ რაც მთავრობამ გადაწყვიტა გვერდზე განთავსებული საგზაო პოლიციის შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად გადაეკეთებინა. გელაშვილი დათანხმდა, თუმცა მოითხოვა პრეზიდენტის რეზიდენციის სამშენებლო სამუშაობის განხორციელების უფლება. ხელისუფლება დათანხმდა, რის შედეგადაც კომპანია "ევრა“ სამშენებლო სამუშაოებს შეუდგა.

გასულ თვეს გელაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უარს აცხადებს კომპანია "ევრასთვის“ ფულის გადახდაზე. გაჩნდა იმის ვარაუდებიც, რომ სწორედ ამ დაპირპისპირების გამო გელაშვილმა, ხაშურის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა,   გადაწყვიტა "რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გამხდარიყო.

შედეგად, ვებ-გვერდზე www.broker.ge ცოტა ხნის წინ გაჩნდა კომპანია "ევრას“ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ყიდის ავლაბარში განთავსებულ სახლს, რომლის საერთო ფართიც 1,345 კვადრატულ მეტრს შეადგენს. "სახლს ბრონირებული ფანჯრები აქვს. საწყისი ფასი - 5 000 000 აშშ დოლარი“, ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც კომპანია "ევრას“ ვებ-გვერდზეა განთავსებული, კომპანია აცხადებს, რომ იგი მზად არის პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის უფლება გადასცეს ინვესტორს, თუ ეს უკანასკნელი აანაზღაურებს იმ ხარჯებს, რაც კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის გაიღო.

გელაშვილზე თავდასხმა 14 ივლისს დაახლოებით 14:00 საათისთვის მოხდა. áƒ›áƒ˜áƒ¡ კუთვნილ "მერსედესის“ ჯიპს ორმა მანქანამ გზა გადაუღობა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე áƒ¨áƒ”იარაღებულმა ნიღბიანმა პირმა გელაშვილი და მისი ორი თანხმლები პირი - დაცვა და კომპანია "ევრას“ თანამშრომელი - მანქანიდან გადმოიყვანეს და დეპუტატი სასტიკად áƒ¡áƒªáƒ”მეს.

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა იმავე დღეს პრეს-კონფერენცია მოიწვიეს, რათა გაექარწყლებინათ ოპოზიციური პარტიების ბრალდებები  ინციდენტში ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

"ჩვენთვის ძალიან პრინციპულია ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა“, განაცხადა გიგა ბოკერიამ პრეს-კონფერენციაზე.

სამართალდამცავ სტრუქტურებს ინციდენტის თაობაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.  
 

Civil.Ge © 2001-2024