საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორი ვერ გამოვლინდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jul.'05 / 13:23

დღეს გამართულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭომ, რომლის 9 წევრიდან სხდომას ერთი წევრი არ ესწრებოდა, ვერ მიაღწია კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორის კანდიდატურაზე.

"ამის გამო კონკურსი ხელახლა გამოცხადდება“, განაცხადა 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა შენგელიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, ახალი დირექტორის დანიშვნამდე იგი ტელევიზიის მართვას გააგრძელებს.

შერჩევის ბოლო ეტაპზე გენერალური დირექტორობის პრეტენდენტები იყვნენ: დოდო შონავა, საზოგადოებრივი ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელი; ბადრი კოპლატაძე, ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლიდან; დავით პაიჭაძე, თბილისის სახელმწიფო უნივესტიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი და ლაშა ბაქრაძე.

Civil.Ge © 2001-2024