საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობის კანდიდატი სამამდე შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Aug.'05 / 11:57

საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურველო საბჭომ 16 აგვისტოს 24 კანდიდატიდან სამი  შეარჩია საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის.

ეს კანდიდატები არიან: ლია მუხაშავრია, იურისტი; სერგო ბიწაძე და თამარ კინწურაშვილი, სავეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი. კონკურსში, სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს. 

თამარ კინწურაშვილი, რომელმაც უკვე განაცხადა საბჭოს წევრობაზე უარი, პროფესიით ჟურნალისტია და 2001 წლიდან „თავისუფლების ინსტიტუტში “ მედია პროგრამებს ხელმძღვანელობდა.

კონკურსის რამდენიმე მონაწილემ გააკრიტიკა კინწურაშვილის გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილეობის თაობაზე და მას „არაეთიკური“ უწოდა.  

საზოგადოებრივ მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად ტენდერი მეორედ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ივლისში სამეურვეო საბჭომ ტენდერში მონაწილე თექვსმეტ კანდიდატს შორის ვერ შეძლო გამარჯვებულის გამოვლენა. საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო 23 აგვისტოს გამოაცხადებს.


 

Civil.Ge © 2001-2024