საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი ფინანსურ გამოძიებას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Aug.'05 / 10:20

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მან სთხოვა ფინანსურ პოლიციას გამოძიება დაიწყოს, რათა მიაკვლიოს იმ ფინანსურ დარღვევებს, რომლის გამოც áƒ¢áƒ”ლევიზიას "უზარმაზარი ვალი“ დაუგროვდა.

"ტელევიზიის ახლანდელი ხელმძღვანელობა ვერ აიღებს საკუთარ თავზე ამ დარღვევებს, ამიტომ áƒ©áƒ•áƒ”ნ სამართალდამცავებს საქმის გამოძიება ვთხოვეთ“, განაცხადა თამარ კინწურაშვილმა 30 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მანამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე სთხოვა სამართალდამცავებს áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლმწიფო ტელევიზიაში, რომელიც ახლახანს საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაკეთდა, არსებული ფინანსური დარღვევების გამოძიება დაეწყო, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ ტელევიზიის ფინანსური მონიტორინგი განახორციელა. ორგანიზაციამ ტელევიზიის ყოფილი შეფის ზაზა შენგელიას წინააღმდეგ საქმის აღძრაც მოითხოვა თანხების მითვისების ბრალდებით.

20 აგვისტოს "სივილ ჯორჯია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტელევიზიის ფინანსებისა და ქონების საკითხებთან დაკავშირებით "აბსოლუტური გაუგებრობაა“.    

"ჩვენ დაუყონებლივ უნდა განვახორციელოთ ქონების ინვენტარიზაცია. ამჟამად, შეუძლებელია გავარკვიოთ, თუ რა სახის ქონებას ფლობს ტელევიზია. დოკუმენტების თანახმად, ბოლო წლებში საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა ტელევიზიის აღჭურვილობის განახლებაზე. თუმცა, რეალობა ისეთია, რომ ტელევიზიას სასწრაფოდ ესაჭიროება ტექნიკური განახლება და არავინ იცის სად წავიდა ამდენი ფული“, განაცხადა კინწურაშვილმა.       

Civil.Ge © 2001-2024