ასლან სმირბა დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Sep.'05 / 13:26

ბათუმის ყოფილი მერი და ასლან აბაშიძის ყოფილი გუნდის წარმომადგენელი ასლან სმირბა დღეს აჭარის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება სახელმწიფო ქონების გაფლანგვა.

ასლან სმირბა წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მანამდე ბათუმის მერის თანამდებობა ეკავა. უფრო ადრე იგი ბათუმის პორტს ხელმძღვანელობდა.

Civil.Ge © 2001-2025