თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯორჯ ბუშის სახელი ეწოდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Sep.'05 / 10:30

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე მელაანის ქუჩას სახელი გადაერქვა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელი ეწოდა.

14 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივას  თბილისის რომელიმე ქუჩისთვის აშშ-ს პრეზიდენტის სახელის დარქმევის თაობაზე  დეპუტატთა უმრავლესობამ  მხარი დაუჭირა. 

Civil.Ge © 2001-2025