პარლამენტმა რუსი სამშვიდობოების შესახებ დადგენილება დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'05 / 17:42

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ერთხმად 143 ხმით დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის და áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒšáƒ˜áƒ¥áƒ¢áƒ”ბის ზონებში áƒ áƒ£áƒ¡áƒ˜ სამშვიდობოების ფუნქციონირების და მათ შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით მომზადებული დადგენილება.

დადგენილება áƒáƒ•áƒáƒšáƒ”ბს საქართველოს მთავრობას მიიღოს ზომები  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "რესპუბლიკური“ და "კონსერვატორული“ áƒáƒžáƒáƒ–იციური პარტიების წარმოამდგენლებმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ეს უკეთესია, ვიდრე დადგენილების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემა“.

"გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენ აბსოლიტურად ერთსულოვანი ვიქნებოდით ამ გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთსულოვნება მაინც დადასტურდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დადგენილების პროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიის "კონსერვატორების“ ლიდერის კობა დავითაშვილი მიერ შემუშავებულ ალტერნალიულ პროექტს, რომელიც კონფლიქტის ზონებში მყოფი რუსი სამშვიდობოების დაუყონებლოვ გაყვანას ითვალისწინებდა.  

პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით საქართველოს მთავრობას 1 მაისამდე დაევალა აფხაზეთთან დაკავშირებით სამშვიდობო გეგმის შემუშავება.

 

Civil.Ge © 2001-2024