ნოღაიდელმა ეუთოს კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმა გააცნო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Oct.'05 / 10:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც იმ მიზნებს და ამოცანებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეებსა და 2006 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით გეგმავს.

2005 წლისათვის საქართველოს მთავრობის მთავარი მიზნები და ამოცანებია:

• áƒ›áƒáƒšáƒáƒžáƒáƒ áƒáƒ™áƒ”ბების ახალი ფორმატის შემოღება ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ს და რუსეთის მონაწილეობით;
• áƒ›áƒáƒ’ვარების გეგმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ლიუბლიანაში დეკემბერში დაგეგმილ ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე;
• áƒ áƒ”სტიტუციის შესახებ კანონის მიღება;
• áƒáƒ¡áƒ£áƒ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირდაპირი კავშირების ხელშეწყობა;
• áƒžáƒ˜áƒ áƒ“აპირი ქართულ-ოსური დიალოგის უზრუნველყოფა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან რეგულარული შეხვედრების გზით;
• áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ˜ მოგვარების ხელშეწყობა ბადენის დოკუმენტის საფუძელზე - დოკუმენტი, რომელიც 2000 წლის ივლისში იქნა შეთანხმებული, ეხება კონფლიქტის მხარეებს შორის პოლიტიკური და იურიდიული ურთიერთობების ძირითად ასპექტებს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

2006 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:

• áƒ›áƒáƒšáƒáƒžáƒáƒ áƒáƒ™áƒ”ბების დაწყებას მოლაპარაკებების ახალ ფორმატში;
• áƒ›áƒáƒšáƒáƒžáƒáƒ áƒáƒ™áƒ”ბების დაწყება საზღვრის კონტროლზე, როკის გვირაბის ჩათვლით;
• áƒ áƒ”გიონში დემილიტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;
• áƒ áƒ”სტიტუციის კანონის განხორციელების უზრუნველყოფა;
• áƒ”რთობლივი სარეაბილიტაციო ფონდის შექმნა ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის მონაწილეობით;
• áƒ áƒ”გიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება;
• áƒžáƒ”ნსიების გაცემა რეგიონში;
• 1991-92 წლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების მიზნით ერთობლივი კომისიის შექმნა;
• áƒáƒ¡áƒ£áƒ áƒ˜ კულტურის განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა დღესასწაულებისა და სახალხო ზეიმების ჩატარების გზით;
• áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ áƒ”თ ოსეთის სტატუსზე შეთანხმების მიღწევა;
• áƒ¨áƒ”თანხმების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი ორგანოს ჩამოყალიბება.

ზურაბ ნოღაიდელი ვენაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, აშშ-მ სრული მხარდაჭერა გამოხატა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.    

Civil.Ge © 2001-2024