საქართველო ამკაცრებს პოზიციას რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Nov.'05 / 10:30

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისთვის რამდენიმე ახალი მოთხოვნის დაყენებას გეგმავს, თუ მოსკოვს სურს მიიღოს თბილისის თანხმობა რუსეთის წევრობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო), იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "ახალი ამბები–საქართველო".

ქვეყნის მსო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის წესით.

ჩოგოვაძის თქმით, საქართველო მოითხოვს თავისი მებაჟეების განლაგებას როკის გვირაბსა და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

"ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს რუსული მხარისადმი და თუ მათ გაითვალისწინებენ, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს მსო-ს წევრი ქვეყანა გახდეს“, -განაცხადა ირაკლი ჩოგოვაძემ.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ეს განცხადება წინ უძღვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონფერენციას, რომელიც ჰონგ-კონგში 13-18 დეკემბერსა არის áƒ“აგეგმილი.

განცხადება შესაძლოა ასევე მიჩნეულ იყოს, როგორც თბილისის პოზიციის შეცვლა რუსეთის მსო-ში წევრობის თაობაზე.

გასული წლის მაისში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა თბილისში ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის ეკონომიკის მინისტრთან გერმან გრეფთან, რომლითაც საქართველო მწვანე შუქს აძლევდა რუსეთის წევრობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა გასულის წლის თებერვალში შეაჩერა 2002 წლის 5 დეკემბრის დადგენილება, რომელიც მოითხოვდა საქართველოს მთავრობისგან ვეტო დაედო რუსეთის შესვლაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.     

Civil.Ge © 2001-2024