ნოღაიდელი რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიციას აფიქსირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Nov.'05 / 11:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მოსკოვში 25 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთისთვის დამატებითი მოთხოვნები აქვს, თუ მოსკოვს სურს მიიღოს თბილისის თანხმობა რუსეთის წევრობაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო).

საქართველო მოითხოვს თავისი მებაჟეების განლაგებას როკის გვირაბსა და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. თბილისს ამ მიზნების მისაღწევად მოსკოვის დახმარება áƒ áƒ£áƒ¡áƒ”თის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ სურს.

"ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ ტვირთები საქართველოში ლეგალური საბაჟო პუნქტების გავლით áƒ¨áƒ”მოდიოდნენ. ეს პირდაპირ კავშირშია კონფლიქტების დარეგულირებასთან“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ შეძლებს მსო-ში გაწევრიანებას, თუ მოსკოვი თბილისის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

Civil.Ge © 2001-2025