მართლმადიდებლური ეკლესია ომბუდსმენის მოსაზრებას "არასერიოზულს“ უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Dec.'05 / 13:55

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა, მამა ზენონმა "არასერიოზული“ უწოდა სახალხო დამცველის მოსაზრებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

"ეს არასერიოზული განცხადებაა. გარდა იმისა, რომ ეს არის სახელმწიფოსა და ეკლესიას, ორ სუბიექტს შორის áƒ¨áƒáƒ áƒ˜áƒ¡ გაფორმებული [საკონსტიტუციო] შეთანხმება, ამავდროულად იგი გამოხატავს ქართველი ერის ინტერესებს... ამ შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლად იქნება განხილული“, – განუცხადა ტელეკომპანია "იმედს“ მამა ზენონმა და აქვე დასძინა, რომ ხელშეკრულება ხანგრძლივი ვადით დარჩება ძალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 დეკემბერს ეს საკითხი წმინდა სინოდის შეკრებაზე იქნა განხილული.

ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მოხსენებაში, რომელიც სოზარ სუბარმა პარლამენტს 23 დეკემბერს წარუდგინა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2002 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი კონკორდატი არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კონვენციებში  აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რადგანაც კონკორდატი მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში არსებულ სხვა áƒ áƒ”ლიგიურ ჯგუფებთან შედარებით.  

ამ განცხადებას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან  მწვავე პროტესტი მოჰყვა.

Civil.Ge © 2001-2024