"რუსთავი 2“–მა ტელეკომპანია "მზე“–ს აქციები იყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Jan.'06 / 18:54

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“–მა ტელეკომპანია "მზე“–ს  "საკმაოდ დიდი წილი" áƒ¨áƒ”იძინა, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი ქართული მედია ჰოლდინგი, იუწყება 4 იანვარს "რუსთავი 2".

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშმა, "რუსთავი 2"-ის აქციების 100%-ის მფლობელმა, ტელეკომპანია "მზის" აქციების 78% კომპანია "საქცემენტისგან" შეიძინა, რომლის უკანაც ბიზნესმენი და დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, áƒ¡áƒáƒ’არეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმა დგას.

გარიგების თანახმად, რომელიც 5 იანვარს დასრულდება, ქიბარ ხალვაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარია, ახალი მედია ჰოლდინგის 78%-ის მფლობელი გახდება; დანარჩენი 22% "საქცემენტის" მფლობელობაში დარჩება.

"რუსთავი 2“ ქართულ ტელესივრცეში 1994 წლიდან ფუნქციონირებს. ამ გარიგების შედეგად, კომპანია საქართველოს სარეკლამო ბაზრის უდიდეს ნაწილს გააკონტროლებს.

“რუსთავის 2“–მა áƒ“ღეს ასევე გადმოსცა, რომ ტელეკომპანია "მზე“ სავარაუდოდ პროფილს შეიცვლის და გასართობი არხი გახდება.

ახალი კომპანია უმსხვილესი ქართული მედია áƒ°áƒáƒšáƒ“ინგი გახდება, რომლის შემდეგაც áƒ¡áƒ˜áƒ“იდით მეორე მედია ჰოლდინგი "იმედი" იქნება. ეს ჰოლდინგი áƒ¢áƒ”ლევიზიას და რადიო სადგურებს აერთიანებს და áƒ’ავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაშია.   

Civil.Ge © 2001-2024