ნოღაიდელი გაზსადენის შესაძლო პრივატიზებაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jan.'06 / 16:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიერ  მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის წინააღმდეგი იქნება. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება გაზსადენის რუსული ენერგოკომპანია "გაზპრომი“-სთვის მიყიდვის თაობაზე ჯერ მიღებული არ არის.

"ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია მათ ["გაზპრომის"] წინადადებებზე. ამაზე მეტის თქმა ამ ეტაპზე ჯერ ნამდვილად არ შეიძლება. არც ფასებზე და არც ერთ სხვა საკითხზე დღეს საუბარი არ შეიძლება“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

"ამერიკის პოზიცია ყოველთვის იყო გაზსადენის გაყიდვის საწინააღმდეგო. საქართველო იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძინა მან. 

Civil.Ge © 2001-2024