მერაბიშვილი გირგვლიანის მკვლელობის სკანდალში გაეხვა
/ 1 Mar.'06 / 12:22
სივილ ჯორჯია

შინაგან საქმეთა მინისტრს 28 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია. მინისტრის განცხადებები იმდენად áƒáƒ áƒáƒ“ამაკმაყოფილებელი იყო áƒáƒžáƒáƒ–იციონერი დეპუტატებისთვის, რომ მათ პროტესტს ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.  

გირგვლიანის მკვლელობის საქმე

"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა, მას შემდეგ რაც სატალევიზიო სიუჟეტმა მიანიშნა, რომ საქმესთან კავშირში შესაძლოა იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასევე მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე.

გარდაცვლილი გირგვლიანი თბილისის შემოგარენში მრავალჯერადი დაზიანებებით 28 თებერვალს იპოვეს.

ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა "დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გაჟღერდა. ამ გადაცემის შემდეგ გირგვლიანის მკვლელობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

"დროებაში“ აღწერილი იყო აღნიშნული ვერსია. კერძოდ,  სანდრო გირგვლიანმა  27 იანვარს მეგობართან ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ–ბარში“ თავის მეგობარ გოგონას მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან დათა ახალაიასთან, შსს–ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა.

ამავე ვერსიით, გირგვლიანმა გააპროტესტა მეგობარი გოგონას შსს–ს წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა, რომლებიც უხეშად მოიხსენია. ბარიდან გამოსვლის შემდეგ გვირგვლიანი და მისი მეგობარი უცნობმა პირებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი, რომელსაც წამების კვალი აღენიშნებოდა, გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა.  მეორე დილას გირგვლიანის ცხედარი სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.

21 თებერვალს სანდრო გირგვლიანის დედამ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "დაგეგმეს ჩემი შვილის მკვლელობა“. მან სამინისტროს იმ ოფიციალურ პირთა დაუყონებლივ დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც გირგვლიანთან ერთად კაფეში იმყოფებოდნენ.

22 თებერვალს ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა "დემოკრატიული ფრონტიდან“ და "ახალი მემარჯვენეებიდან“ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა პარლამენტში და áƒ’ამოძიების შესახებ დეპუტატებისთვის ინფორმაციის მიწოდება. მათ ასევე მოითხოვეს საქმესთან სავარაუდო კავშირში მყოფ პირთა თანამდებობიდან გათავისუფლება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი საჯარო განცხადება საქმესთან დაკავშირებით 25 თებერვალს გააკეთა და მიანიშნა, რომ იგი ჯერ არ აპირებდა მისი თანამშრომლების áƒ—ანამდებობიდან გათავისუფლებას.

28 თებერვალს დეპუტატმა ოპოზიციური "კონსერვატორული პარტიიდან“ ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძის - თვითმხილველის ვიდეო–ინტერვიუ აჩვენა. ინტერვიუ თავად ძიძიგურმა ჩაწერა.

ინტერვიუს მსვლელობისას ძიძიგური უჩვენებს ბუხაიძეს ახალგაზრდა კაცის ფოტოს და სთხოვს მას ამოიცნოს იგი. ბუხაიძე პასუხობს, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება ძალიან ჰგავს იმ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთს, რომლებმაც áƒáƒ áƒ˜ მეგობარი ოქროყანაში გატაცების შემდეგ სცემა.  

ფოტოზე გამოსახული პიროვნება არის შსს–ს უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოლეგ მელნიკოვი.

"100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან ჰგავს მას“, - განაცხადა ლევან ბუხაიძემ ინტერვიუში.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ გამომძიებლებმა არც კი უჩვენეს ლევან ბუხაიძეს - თვითმხილველს - ეს ფოტო, რაც კიდევ უფრო ზრდის ეჭვებს გამოძიების პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ძიძიგურმა პრეს-კონფერენციაზე.

მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ. თუმცა, ოპოზიცია ამ საქმის გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებას მოითხოვს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.

საპარლამენტო მოსმენები

შინაგან საქმეთა მინისტრმა 28 თებერვალს საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ გამოძიებას ჯერ არ გამოუვლენია რაიმე ფაქტი, რაც იმ პირების გათავისუფლების საჭიროებას დააყენებდა, რომლებიც მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებენ.

მერაბიშვილმა თავისი გამოსვლის დასაწყისშივე ნათლად მიანიშნა, რომ დეპუტატები მისგან დეტალურ პასუხებს ვერ მიიღებდნენ.

"მე ვერ შევძლებ ვუპასუხო თქვენს [პარლამენტართა] მიერ დასმულ ბევრ შეკითხვას, რადგანაც მეშინია არ გავაკეთო ისეთი განცხადება, რომელიც გამოძიებას ხელს შეუშლის, ან მიჩნეული იქნება როგორც ზეწოლა გამოძიებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო "ინტენსიურ გამოძიებას“ აწარმოებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე უახლოეს მომავალში იქნება გამოძიებული და საზოგადოება მალე გაიგებს მათ შესახებ, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

"ყველა მათგანი [სატელევიზიო სიუჟეტში ნახსენები ოფიციალური პირები] დაიკითხა... ამჟამად, არც ერთი მათგანი ეჭვმიტანილი არ არის. ამჟამად, ხელთ არსებული ფაქტები არ იძლევა იმის მიზეზს, რომ რომელიმე მათგანი ეჭვმიტანილად იქნას ცნობილი“, - დასძინა მან.

მისი თქმით, ის განცხადებები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირებს მკვლელობის საქმეს უკავშირებენ, არის "პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა“.     

"არის მცდელობები, ეს საქმე ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირონ. ეს მიზანმიმართულად კეთდება, რომ ჩემს ნერვებზე იმოქმედონ. რა თქმა უნდა, მე პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ოჯახის წევრებს ან ჩემს თანამშრომლებს ეხებათ“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

საპარლამენტო მოსმენის დროს, რომელიც თითქმის ორი საათი გაგრძელდა, მერაბიშვილმა 30 წუთზე ნაკლები ისაუბრა, ხოლო დანარჩენი დრო ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვების დასასმელად გამოიყენეს.

"მიგაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მორალური უფლება გამოძიოს ეს საქმე, მაშინ როცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები, რომ მკვლელობის საქმესთან კავშირში შესაძლოა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც იყვნენ?“, - განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმატებულად გამოიძია რამდენიმე გახმაურებილი საქმე, მათ შორის გორის აფეთქება და ლევან კალაძის მკვლელობა. "ეს იმას ადასტურებს, რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება, შესაძლებელია áƒ¡áƒáƒ¥áƒ›áƒ”ების გახსნა, ხოლო თუ არ არსებობს ამგვარი ნება ეს შეუძლებელია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე დაუსვეს კითხვა გასული წლის ივლისში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. თუმცა, მერაბიშვილმა ამ კითხვას გვერდი აუარა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე გააკრიტიკეს მერაბიშვილი პოლიციის ბოლოდროინდელი áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ˜áƒ¡ გამო, რომელიც წინააღმდეგობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის ადგილზე ლიკვიდაციას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა ჯერ დამთავრებული არ იყო, როდესაც ოპოზიციონერმა áƒ“ეპუტატებმა "ახალი მემარჯვენეებიდან“ და "დემოკრატიული ფრონტიდან“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.

გამოხმაურება

საპარლამენტო მოსმენის დროს ვანო მერაბიშვილმა ძლიერი მხარდაჭერა მიიღო "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებისგან, რომლებიც მადლობას უხდიდნენ მინისტრს ნაყოფიერი მუშაობისთვის.

"ოპოზიციის დემარში იყო დადგმული შოუ. ისინი სპეკულირებენ გირგვლიანის მკვლელობის საქმით და ცდილობენ ეს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება გამოიძიებს ამ საქმეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგანაც მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მოსმენის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიციის დემარში "ბუნებრივი იყო, რადგანაც ამ ხალხმა ხმა არ მისცა  კანონს "კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

მოსმენის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერაბიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს.

"დღეს ნათელი გახდა, რომ მერაბიშვილი ცდილობს ხელი დააფაროს კრიმინალებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სხედან. ჩვენ, ოპოზიციამ, უნდა დავიწყოთ ქმედებები მერაბიშვილის გადასაყენებლად“, - განაცხადა დეპუტატმა გამყრელიძემ.

"ვფიქრობ ამ საქმეს სერიოზული შედეგები მოყვება არა მხოლოდ მერაბიშვილისთვის, არამედ მთელი მთავრობისთვის“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "რესპუბლიკური პარტიიდან“.

Civil.Ge © 2001-2024