საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა კრიტიკას უპასუხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Mar.'06 / 16:07

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მან  ტელევიზიაში მიმდინარე საკადრო áƒ’ადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ელენე თევდორაძემ და მანანა ჯებაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკრიტიკეს და კინწურაშვილის საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს. 

“მე მესმის თქვენი ინტერესი ამ თემატიკასთან დაკავშირებით, თუმცა არ მესმის ის აჟიოტაჟი, რომელიც მოჰყვა შიდა საკადრო გადაწყვეტილებებს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც არცერთ ორგანიზაციაში არ ხდება საჯარო განხილვის საგანი“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თამარ კინწურაშვილმა.

“რაც შეეხება ამ ორ პარლამენტარ ქალბატონს მათი ვალდებულებაა არა მარტო მიიღონ კანონები, არამედ გაეცნონ ამ კანონებსაც“, – დასძინა გენერალურმა დირექტორმა. 

მისი თქმით, პარლამენტს შეუძლია სამეურვეო საბჭოს ანგარიში მოისმინოს. "თუმცა მე სამეურვეო საბჭოს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული და მათ ყოველ სამ თვეში ვაბარებს ანგარიშს. მათ იციან ჩემი ხედვა, რომლის მიხედვითაც ვაპირებს მუშაობის გაგრძელებას", – განაცხადა კინწურაშვილმა.

თამარ კინწურაშვილის წინააღმდეგ განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლობა თანამშრომელთა ნაწილმა დატოვა.  

Civil.Ge © 2001-2024