საზოგადოებრივი ორგანიზაციები შს მინისტრს გირგვლიანის საქმეზე ერთკვირიან ვადას აძლევენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'06 / 16:09

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პატიების და საზოგადოების წარმომადგენლებმა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე სპეციალური განცხადება მიიღეს, áƒ¡áƒáƒ“აც ვანო მერაბიშვილს áƒ”რთკვირიან ვადას აძლევენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილე ყველა დამნაშავის დასასჯელად.

თუ ამ ვადაში საქმე გამოძიებული არ იქნება, მიმართვის ავტორები, რომელთა შორის არიან "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ყოფილი პოლიტპატიმრები –ადამიანის უფლებებისთვის" áƒ“ა სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.

"მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და ვიდრე ერთი დამნაშავე მაინც არ იქნება დასჯილი, არ მოვეშვები“, - განაცხადა სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ.

შეხვედრაზე შეკრებილები ასევე ითხოვდნენ  შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიას დაკითხვას, რომელიც შს მაღალჩინოსნებთან ვასილ სანოძესთან, დათა ახალაიასთან, ოლეგ მელნიკოვთან და პრესსამსახურის ყოფილ უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან ასევე სავარაუდო კავშირშია.

Civil.Ge © 2001-2024