საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კინწურაშვილს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Mar.'06 / 18:58

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამარ კინწურაშვილი რელიგიურ საფუძველზე თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლებასა და 7 იანვარს საშობაო áƒšáƒ˜áƒ¢áƒ£áƒ áƒ’იის პირდაპირ ეთერში გაშვების აკრძალვაში დაადანაშაულა. თამარ კინწურაშვილმა ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყო.  

"ჩვენი მთავარი პრეტენზია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უკრძალავს თანამშრომლებს ხატების ქონას სამუშაო ოთახებში და მართლმადიდებელ მორწმუნეებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე ათავისუფლებს“, - განაცხადა საქართველოს áƒ¡áƒáƒžáƒáƒ¢áƒ áƒ˜áƒáƒ áƒ¥áƒáƒ¡ მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა 14 მარტს.

"გარდა ამისა, ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმან გამოიწვია, როდესაც შევიტყვეთ, რომ თამარ კინწურაშვილმა აკრძალა საშობაო ლიტურგიის გაშვება პირდაპირი ეთერით“, - დასძინა მან.

თამარ კინწურაშვილი ამ ბრალდებებს იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელევიზიის დათხოვილი თანამშრომლები "განზრახ ავრცელებენ ამ დეზინფორმაციას“.

"სამწუხაროა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამ თემით სპეკულაციას ეწევიან. მე ვაპირებ გავარკვიო ეს საკითხი ყველა დაინტერესებულ პირთან“, - განუცხადა თამარ კინწურაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს.

მისი თქმით, საშობაო ლიტურგიის პირდაპირ ეთერში გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელი იყო, რასაც არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან.      

Civil.Ge © 2001-2024