თბილისი ცდილობს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესს ახალი იმპულსი შესძინოს
/ 22 Mar.'06 / 17:02
სივილ ჯორჯია

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე დეტალური საგზაო რუკის შემუშავების დაწყების შესახებ განცხადებებმა და ირაკლი ალასანიას დანიშვნამ პრეზიდენტის მრჩევლად áƒ™áƒáƒœáƒ¤áƒšáƒ˜áƒ¥áƒ¢áƒ”ბის მოგვარების áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხებში ნათლად მიანიშნა თბილისის მცდელობებზე აქტიურად განაახლოს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირაკლი ალასანია, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, კონფლიქტების მოგვარების áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხებში თავის მრჩევლად 20 მარტს დანიშნა.

ახალი დანიშვნა და ძველი თანამდებობიდან გადადგომა დაეხმარება ალასანიას მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ოფიციალურ მოლაპარაკებებში. მიუხედავად ალასანიას კარგი პირადი ურთიერთობებისა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან, ეს უკანასკნელნი ყოველთვის თავს იკავებდნენ ალასანიასთან ოფიციალურ მოლაპარაკებებზე, რადგანაც სოხუმი თბილისში განთავსებულ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას უკანონოდ აცხადებს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიესალმა ახალ დანიშვნას და განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას "ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილება“ აქვს ირაკლი ალასანიას შესახებ, იტყობინებოდა ქართული მედია 20 მარტს. "ეს არის პიროვნება, ვისთანაც შესაძლებელია საუბარი“, - დასძინა შამბამ.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა 20 მარტს განაცხადა, რომ ახალი საკადრო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა "კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესის კოორდინაციის ამაღლების მიზნით მიიღო“. ალასანიამ ასევე შეინარჩუნა ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსი.

პირველი განცხადება, რომელიც ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე გააკეთა, áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიის შემუშავების დაწყებას შეეხო. 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა დაავალა მთავრობას 2006 წლის 1 მაისამდე წარადგინოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების დეტალური საგზაო რუკა.

"გუშინ პირველი შეხვედრა გვქონდა კონკრეტულ გეგმებზე სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ხაინდრავასთან და დავიწყეთ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების კუთხით“, – განაცხადა 22 მარტს პრეზიდენტის მრჩეველმა.

"უახლოეს მომავალში დაიგეგმება პირდაპირი შეხვედრები აფხაზურ მხარესთან, სადაც განხილული იქნება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: უსაფრთხოების, დევნილთა დაბრუნების, ნდობის აღდგენისა და გამყარების და ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები“, – დასძინა ალასანიამ.   

აფხაზეთის შესახებ საგზაო რუკა სავარაუდოდ იგივე ფორმატის იქნება, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე გაჟღერებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა.  

სავარაუდოდ áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის კონფლიქტის მოგვარების საგზაო რუკაში, რომელსაც ალასანიამ "აფხაზეთის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“ უწოდა, შევა ის პრინციპები, რომელსაც áƒ—ბილისის áƒ“ეიზოლაციონიზმის პოლიტიკა ეფუძნება. იანვარში "სივილ ჯორჯია“-სთან ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ახალი პოლიტიკა მიზნად ისახავს აფხაზეთის საზოგადოების იზოლაციის დასრულებას.

"პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც არსებობდა ანუ აფხაზური საზოგადოების იზოლაციაში მოქცევა არის მთლიანად კონტრპროდუქტიული. მეტი არეალი უნდა მიეცეს აფხაზურ საზოგადოებას, მეტი გასასვლელი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო არენაზე, რათა თავად დაინახოს ის ღირებულებები, რაც გვკვრავს ქართულ საზოგადოებას ევროპულთან“, - განაცხადა ალასანიამ.

უსაფრთხოების გარანტიების, საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობისა  და დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის ოფიციალური სახელია ქართულ–აფხაზური მხარეების ერთობლივი განცხადება შეხვედრის შედეგებზე, იმ შესაძლო შეხვედრისა, რომელიც შეიძლება გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს შორის.

დოკუმენტის პროექტის თანახმად, ქართული და აფხაზური მხარეები იღებენ ვალდებულებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ კონფლიქტი. დოკუმენტი ასევე შეიცავს დებულებებს, რომლებშიც აღიარებულია დევნილთა უფლება უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. ირაკლი ალასანიას განცხადებით, áƒ“ოკუმენტში საუბარია ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ტენდენციებზე სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთქმედება და ადამიანის უფლებები გალის რაიონში.

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ დოკუმენტების დაბლოკვაში დასდო ბრალი.

კერძოდ, მოსკოვის განცხადებით, ქართულმა მხარემ "გამოგონილი“ მიზეზებით გაიწვია უკან უსაფრთხოების გარანტიებისა და საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ 2005 წლის დეკემბერში შეთანხმებული და ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი. 

ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა დოკუმენტთან დაკავშირებით უკავშირდება კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობო ძალების როლს.

"არსებობს პოზიცია [აფხაზური მხარის], რომ უფრო ზუსტად განისაზღვროს დსთ-ს სამშვიდობოთა როლი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ერთის მხრივ, ეს არის ორმხრივი [ქართულ-აფხაზური] შეთანხმება და მეორე მხრივ, უახლოეს მომავალში გაიმართება განხილვა, თუ რამდენად შესაბამისია ეს სამშვიდობო ოპერაცია“, - განუცხადა ალასანიამ "სივილ ჯორჯიას“ იანვარში.

იგი გულისხმობდა საქართველოს პარლამენტის 2005 წლის ოქტომბრის დადგენილებას, რომელიც ავალებს საქართველოს მთავრობას 2006 წლის 15 ივლისიდან დაიწყოს რუს სამშვიდობო გაყვანის პროცედურა, თუ მათი საქმიანობა უარყოფითად შეფასდება. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პარლამენტი აფხაზეთის შესახებ მოქნილ დადგენილებას მიიღებს, როგორც ეს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მოხდა თებერვალში.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი შეთანხმების დასრულება ადვილი პროცესი არ იქნება, "თუმცა ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის“.    

Civil.Ge © 2001-2024