მინსკში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Mar.'06 / 15:48

დღეს, მინსკში ბელარუსის მილიციამ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ნინო გიორგობიანი და ოპერატორი გიორგი ლაღიძე იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებისგან იღებდნენ ინტერვიუებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პროტესტი გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა თამარ კინწურაშვილმა და ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით დახმარებისთვის საერთაშორიოს საზოგადოებას მიმართა.

"ჩვენ არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი. ვიცით ერთადერთი, რომ ისინი იმყოფებიან მინსკის შინაგან საქმეთა სამმართველოს მოსკოვის რაიონის განყოფილებაში, ცალ–ცალკე ოთახებში გაიყვანეს ოპერატორი და ჟურნალისტი და მათთან სატელეფონო კავშირი შეწყვეტილია“, - განაცხადა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თამარ კინწურაშვილმა.

დღესვე ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, სადაც კატეგორიულ პროტესტს გამოხატავს ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოითხოვს საქართველოს მოქალაქეთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ამასთანავე, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ბელორუსიის პარლამენტს, ყველაფერი იღონონ უდანაშაულო ადამიანების გასათავისუფლებლად და უზრუნველყონ მათი სამშობლოში დაბრუნება.

გადამღები ჯგუფი მინსკში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დღიდან, 19 მარტიდან იმყოფება.

Civil.Ge © 2001-2024