ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Apr.'06 / 13:00

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა შეშფოთება გამოხატა თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარი "ძალადობრივი ინციდენტის“ გამო და საქმის დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა, იტყობინებოდა ეუთოს პრეს-სამსახური 31 მარტს.

"ჩვენ სინანულს გამოვთქვამთ შვიდი პატიმრის გარდაცვალების და ბევრი სხვა პატიმრის და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის áƒ“აჭრის გამო“, - განაცხადა მან.

"ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა და გაურკვევლობაც სახეზეა“, - დასძინა კარელ დე გუხტმა.

"მჯერა, რომ სწორი იქნება დამოუკიდებელი და საჯარო გამოძიების წარმოება მოვლენათა áƒ’არკვევის მიზნით, მათ შორის იმ განცხადებებისა, რომლებიც კეთდებოდა მთავრობის მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც დიდი რაოდენობის მსხვერპლით დასრულდა“, - განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეში მოწყობილი ბუნტი, რაც ციხიდან მასობრივ გაქცევას და ქვეყნის "მასიურ დესტაბილიზაციას“ ისახავდა მიზნად.

თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს ეს ვერსია და განაცხადეს, რომ ბუნტი იყო პატიმრების სპონტანური ქმედება ციხის თანამშრომლების და კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას მიერ 27 მარტს ღამით პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობის წინააღმდეგ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საქმის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნა მოითხოვეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამ áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ“ადებას მხარი არ დაუჭირა. 

Civil.Ge © 2001-2024