სააკაშვილი: რუსეთი საქართველოში ძებნილი კრიმინალების თავშესაფარია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 May.'06 / 10:25

23 მაისს კიევში სუამის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთი საქართველოში ძებნილი კრიმინალებისთვის თავშესაფრის მიცემის გამო გააკრიტიკა.

"იგორ გიორგაძეს, რომელსაც ტერორიზმში ედება ბრალი, პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში მიანიჭეს. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელიც უჩვენებს, თუ რა სახის პრობლემები იქმნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იგორ გიორგაძე ინტერპოლის მიერ იძებნება ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს ტერორისტული აქტის ორგანიზების გამო.

ინტერპოლის მიერ ასევე იძებნებიან აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე; აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე; შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია; საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი პრეზიდენტი გია ჭანტურია; ქვემო ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე.      

 

Civil.Ge © 2001-2024