რუსეთის მინიშნებებს სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლებაზე თბილისში პროვოკაციის ნაწილად აფასებენ
/ 2 Jun.'06 / 14:41
გიორგი სეფაშვილი, ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

რუსეთმა ნათლად მიანიშნა, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უფლება თვითგამორკვევაზე ნაკლები მნიშვნელობის არ არის, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს განცხადება თბილისში აღიქვეს, როგორც მოსკოვის კარგად დაგეგმილი კამპანიის ნაწილი, რომლის მთავარი მიზანია დესტაბილიზაციის გამოწვევით áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება.

1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ "ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. მაგრამ ჯერ–ჯერობით ეს მთლიანობა საქართველოსთან მიმართებაში – უფრო მეტად შესაძლო მდგომარეობაა, ვიდრე სახეზე არსებული პოლიტიკურ–სამართლებრივი რეალობა. და მისი შექმნა შესაძლებელია მხოლოდ რთული მოლაპარაკებების შედეგად“.

ამ განცხადებებზე თბილისმა áƒ áƒ”აგირება მოახდინა.

"მეზობელი ქვეყნისადმი ამგვარი დამოკიდებულება და აპელირება თვითგამორკვევის პრინციპისადმი, საფრთხეს უქმნის, რუსეთის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მისივე ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს.

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვა, სადაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ვითარება სტაბილური იყო, 27 მაისს მომხდარი ინციდენტით დაიწყო, როცა ქართველმა სამართალდამცავებმა რამდენიმე ქართველის მოკლევადიან დაკავებას გადამეტებული რეაქციით უპასუხეს და  ათობით ეთნიკური ოსი დააკავეს, რასაც ცხინვალის მილიციის მიერ კვლავ ოთხი ქართველის დაკავება მოჰყვა.

შედეგად, 28 მაისს ორივე მხარემ დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა ეს ინციდენტი დაემთხვა კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების როტაციას, რამაც თბილისსა და მოსკოვს შორის სიტყვების ომი გააჩაღა. ქართულმა მხარემ  რუსეთი კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბის უკონტროლო მონაკვეთის გავლით დამატებითი ძალების შეყვანაში დაადანაშულა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის ბოლოდროინდელი ინციდენტები, მათ შორის "ე.წ. როტაცია“ და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის უფლებაზე მოსკოვის განცხადებები, ის "პროვოკაციული“ ნაბიჯებია, áƒ áƒáƒ–ეც რუსეთი ცდილობს საქართველო წამოაგოს, áƒ áƒáƒ—ა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალისმიერი გზით დაიწყოს.

"ეს გეგმიური პროვოკაციები დაკავშირებულია და არის პასუხი ნატოში ჩვენს სწაფვაზე. მთავარი იდეაა, რომ რუსეთმა დასავლეთის თვალში ჩვენი დისკრედიტაციით როგორმე შეაჩეროს ნატოში ჩვენი ინტეგრაცია. მაგრამ ჩვენ ამ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, მრავლად იქნება ზაფხულში და შეიძლება შემოდგომაზეც გაგრძელდეს, არ წამოვეგებით და დიპლომატიური მეთოდებით შევეცდებით სიტუაციის განმუხტვას“, - განუცხადა 2 ივნისს "სივილ ჯორჯიას“ კოტე გაბაშვილმა.

თბილისს სერიოზული სტიმული მისცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს პარიზში მიღებულმა რეზოლუციამ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებს რეკომენდაციას აძლევს დაიწყოს ინტენსიური დიალოგი საქართველოსთან ამ ზაფხულს.

გაბაშვილმა ასევე დააკნინა თვითგამორკვევის პრინციპზე რუსეთის განცხადებები და აღნიშნა, რომ "გამორიცხულია რუსეთმა სამხრეთ ოსეთის აღიარება მოახდინოს“.

კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თვითგამორკვევის პრინციპის წინ წამოწევა არის "თავხედური გამოხდომა“ და გათვლილია საქართველოს პროვოცირებაზე, რათა მკაცრი ნაბიჯების გადადგას სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.

პოლიტიკური ანალიტიკოსის შალვა ფიჩხაძის შეფასებით, ამგვარი განცხადებების კეთებით "რუსეთის პოლიტიკა უფრო დაშინება და თითის ქნევაა, ვიდრე რეალურად თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარების შესაძლებლობა“.

"ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთის პრეზიდენტის [ვლადიმერ პუტინის] იმ უნივერსალურობის პოლიტიკის ნაწილი, როცა კოსოვოსთან ერთ კონტექსტში წამოწია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხები“, - განუცხადა ფიჩხაძემ "სივილ ჯორჯია“.

მაგრამ გაზეთ "24 საათში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსეთის სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ვარაუდობს, რომ "ყველაფერი ომისკენ მიდის“.

"ძალიან დიდი áƒáƒšáƒ‘ათობა არსებობს, რომ ამ ზაფხულს სამხედრო დაპირისპირება დაიწყება“, - განაცხადა ფელგენგაუერმა.

კოტე გაბაშვილის განცხადებით, საქართველო არ დაუშვებს სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლას.

"დარწმუნებული ვარ, რომ [ცხინვალის რეგიონში] ეს დაძაბულობა 2-3 დღეში გაივლის და სტატუს კვო აღდგება“, - განუცხადა მან "სივილ ჯორჯიას“. 

კოტე გაბაშვილის თქმით, თბილისი ასევე ფრთხილად ეკიდება პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილების ამოქმედებას, რომელიც ავალებს მთავრობას ცხინვალის რეგიონში áƒ’ანლაგებული რუსი სამშვიდობოები უფრო ეფექტური საერთაშორისო ოპერაციით ჩაანაცვლოს.

“რატომ არ კეთდება ეს ჩქარა? ზოგი იკითხავს. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა [რუსი სამშვიდობოების] გაყვანას სამხედრო ესკალაცია მოყვეს და დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობთ ამის მიღწევას“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისი თქმით, არც იმის დროა ჯერ მოსული, რომ საქართველო 1992 წლის სოჭის იმ ხელშეკრულებიდან გამოვიდეს, რომელზეც მოქმედი სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატებია დაფუძნებული, რადგან "ჯერ კიდევ არის შანსი, რომ მისგან რაიმე სარგებელი ვნახოთ“.

"თუნდაც ბრიუსელში დაგეგმილი დონორთა კონფერენციის დროს“, - დასძენს გაბაშვილი.

ბრიუსელში დონორთა კონფერენციას, სადაც დაახლოებით 10 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი უნდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის, უახლოეს მომავალში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი უმასპინძლებს.

Civil.Ge © 2001-2024