გიგა ბოკერია სახალხო დამცველს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Jun.'06 / 17:17

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან 7 ივნისს განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა "საკუთარი თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო“ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბაჩო ახალაიას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს თბილისის მე-5 საპყრობილეში 27 მარტს მომხდარ ინციდენტთან.

სუბარმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პატიმარმა პაატა მამარდაშვილმა უამბო სახალხო დამცველს, რომ იგი ციხის áƒáƒ“მინისტრაციასთან áƒ—ანამშრომლობდა, რათა გამოეგონათ რაიმე მტკიცებულება იმის დადასტურებლად, რომ ინციდენტი იყო კარგად დაგეგმილი ბუნტი, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

"საზოგადოება არ უნდა ენდოს კანონიერი ქურდის მიერ გაჟღერებულ ამ "კონსპირაციულ თეორიებს“, - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

"სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ჩვენთვის, თავის თავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს“, - დასძინა მან.

ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ გაურკვეველია, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ ციხის თანამშრომლები დაინტერესებული ბუნტის მოწყობაში. 

Civil.Ge © 2001-2024