პოლკოვნიკი ოთარ შალიკაშვილი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შესახებ
/ 18 May.'02 / 13:52

შეხვედრის ჩანაწერი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 15 მაისი, 2002

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ოთარ შალიკაშვილი შეხვდა საზოგადოებას. შეხვედრა თბილისის სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. ბატონი ოთარ შალკაშვილი საზოგადოებას ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პარლამენტარმა რევაზ ადამიამ (თავდაცვისა და უშიშროების ყოფილი თავმჯდომარე) წარადგინა. ამერიკელმა სტუმარმა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ შეხვედრის ჩანაწერს.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფონი:

 áƒáƒ¨áƒ¨-ისა და საქართველოს თანამშრომლობას დიდი ისტორია აქვს.
 áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ”დრო სფეროში დახმარება ძირითადად კონცენტრირებული იყო სამშვიდობო ოპერაციებთან.
 áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველო ძალიან აქტიური იყო 'პარტნიორობა მშვიდობისათვის' პროგრამის ფარგლებში.
 áƒ©áƒ•áƒ”ნი კოლეგებისა და ჩვენივე დაკვირვებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სფეროს სამშვიდობო ოპერაციების გარდა სხვა სახის დახმარება სჭირდება.
 9/11 შემდეგ საერთაშორისო ვითარება შეიცვალა.
 áƒ’ასული წლის შემოდგომაზე ნათელი გახდა, რომ პანკისის ხეობაში აუცილებელი იყო საქართველოს წინაშე მდგარი სირთულეების აღმოფხვრა.
 áƒ©áƒ•áƒ”ნ შევიტყვეთ, რომ რუსეთმა საქართველოს პანკისში ერთობლივი ოპერაციის ჩატარება შესთავაზა. ქართულმა მხარემ გარკვეული მოსაზრებებით უარყო ეს შემოთავაზება და მე ეს კარგად მესმის.
 áƒ§áƒ•áƒ”ლასათვის ცნობილია, რომ ჩვენ საქართველოს დახმარებით დაინტერესებულები ვართ და ამის შესახებ რუსებსაც ვაცნობეთ.
 áƒáƒ¥áƒ¢áƒáƒ›áƒ‘რის დასაწყისში გადაწყდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა, რომელიც რეგიონში არსებულ ბალანსს არ დაარღვევს.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მართვისა და კონტროლის ნაწილი:

 áƒáƒ› რგოლში მომუშავე ოფიცრები პროფესიონალები უნდა იყვნენ, რომლებსაც შესაბამისი განათლება ექნებათ, შეეძლებათ ინფორმაცის ანალიზი და განახორციელებენ ოპერატიულ კონტროლს.
 áƒ£áƒ›áƒ áƒáƒ•áƒšáƒ”ს ქვეყნებში ამგვარი პრიოგრამები არსებობს, რომელიც დაახლოებით 20 წელიწადი გრძელდება.
 áƒ©áƒ•áƒ”ნ დაგეხმარებით ამ პროგრამის უფრო მოკლე ხანში გავლაში.
 áƒ©áƒáƒ›áƒáƒ§áƒáƒšáƒ˜áƒ‘დება საკონტროლო ცენტრი, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იქნება.
 áƒ«áƒáƒšáƒ–ე მნიშვნელოვანია შეიარაღებულ ძალებზე პოლიტიური და სამოქალაქო კონტროლის განხორციელება. ამ თვალსაზრისით, გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები გახდება საჭირო. 
 áƒ©áƒ•áƒ”ნ დაგეხმარებით თეთრი სახლის უსაფრთხოების განყოფილების მსგავსის  შექმნაში. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში კრიზისების მართვის ცენტრი შეიქმნება, რომელიც საერთო ვითარებას ანალიზს გაუკეთებს და გადაწყვეტილების მიღებას გააიოლებს.
 áƒ˜áƒ¥ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები თავდაცვის სამინისტროში გადაიგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, ოპერატიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
 áƒ§áƒ•áƒ”ლა ძალოვანი სტრუქტურის ჩართულობა ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს. სამხედრო სფეროს მაკონტროლებელ სტრუქტურაში ძალოვანი უწყებების წარმოამადგენლები უნდა იყვნენ.
 áƒ¬áƒ•áƒ áƒ—ნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში ჩვენ საკომუნიკაციო აღჭურვილობასაც გადმოგცემთ.

წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა და საქართველოს ვალდებულებები:

 áƒ¬áƒ•áƒ áƒ—ნა გაცილებით იოლია, ჩვენ ამის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვაქვს.
 áƒ áƒ—ულია ის, რომ იგი ქართული მხარის მაქსიმალურ ჩართულობასა და ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.
 áƒ›áƒªáƒ˜áƒ áƒ” რაოდენობის კონტიგენტის შერჩევის მიზეზი ქართული მხარის შეზღუდული რესურსებია.
 áƒ©áƒ•áƒ”ნ არ გვსურს წვრთნისა და ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფულის გაფლანგვა, ისევე როგორც თქვენი.
 áƒ¥áƒáƒ áƒ—ულმა მხარემ ივალდებულა:
1. áƒ‘ატალიონების სრული დატვირთვით გაწვრთნა.
2. áƒáƒ›áƒ”რიკელების მიერ გაწვრთნილი ოფიცრების კონტრაქტის საფუძველზე მინიმუმ სამი წლით დაქირავება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
 áƒ”ს ვალდებულებები საკანონმდებლო და ოპერატიული გადაწყვეტილებების მირებას დაისაჭიროებს.
 áƒ¡áƒáƒœáƒáƒ› წვრთინის პროგრამას დავიწყებთ, დავსხდებით და განვიხილავთ, როგორ სესრულდა ვალდებულებები. თუ ისინი არ შესრულდება, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება აუცილებლად შეფერხდება.

ბატალიონების წვრთნა:

 áƒ‘ატალიონების წვრთნა ერთიმეორის მიყოლებით განხორციელდება.
 áƒ—ითოეული ბატალიონის გაწვრთნას ოთხი თვე მოხმარდება.
 áƒ§áƒ•áƒ”ლა ბატალიონის ერთდროული წვრთნას საქართველოს მთავრობის რესურსები ვერ გაწვდება.
 áƒ‘ატალიონების ერთიმეორის მიყოლებით წვრთნა წარმატების მიღწევას გააიოლებს.
 áƒžáƒ˜áƒ áƒ•áƒ”ლად გათვალისწინებულია კომანდოსის ტიპის ბატალიონის გაწვრთნა ოთხი თვის განმავლობაში შვეულმფრენების დანაყოფთან ერთად და მათ სწრაფი რეაგირების ფუნქცია დაეკისრებათ.
 áƒ“ანარჩენი ბატალიონები იქნება ვაზიანის მსუბუქი ფეხოსანთა და სატანკო და მექანიზებული ბატალიონი, ეროვნული გვარდიის საჩხერის სამთო ბატალიონი და კოჯრის სპეციალური დანიშნულების დანაყოფი.
 áƒ—ითოეული ბატალიონის წვრთნა 4 თვეს გაგრძელდება. წვრთნის ბოლოს ჩატარდება ერთობლივი გამოცდა ქართველი და ამერიკელი ექსპერტების მიერ, რომელიც მიღწევებს შეაფასებს.
 
მომარაგება, კონტროლის მექანიზმები და დაფინანსება

 áƒ¬áƒ•áƒ áƒ—ნების დაწყება 27 მაისისათვის არის დაგეგმილი.
 áƒ›áƒ” საქართველოს ივლისში დავბრუნდები, რათა არსებული ვითარება შევაფასო. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული დაიწყება, თუ არა პირველი სამხედრო ბატალიონის გაწვრთნა. 
 áƒœáƒ”ბისმიერი დაყოვნება რისკთან არის დაკავშირებული. სპეციალური დანიშნულების ის ამერიკული დანაყოფები, რომლებიც ამჟამად საქრთველოში იმყოფებიან, შესაძლოა, შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვა კუთხეში დასჭირდეს. ამიტომ აუცილებელია, ყველა დეტალის დროულად მოგვარება და დროის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.
 áƒ¬áƒ•áƒ áƒ—ნისა და არჭურვის პროგრამის დაწყების აქამდე შეყოვნება შეერთებულ შტატებში ფულის გამოყოფისთან დაკავშირებულმა პროცედურებმა და საქართველოს საბიუჯეტო პრბლემებმაO გამოიწვია.
 áƒ¨áƒ”ერთებული შტატები 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.
 áƒžáƒ áƒ”ისდან და ოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ 150 სამხედრო ჩამოვა საქართველოში. ეს მაქსიმუმია. ჩვენ არ ვგეგმავთ ამ რაოდენობის მთლიანად ჩამოყვანას. მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა.
 áƒ¡áƒ”ერთებული შტატების არმიაში არსებული კონტროლის მექანიზმები დაინერგება საქართველოს სამხედრო სტრუქტურებშიც. აღჭურვილობის თითოეულ ერთეულის გაცემისას ქართველი ოფიცრები ხელს მოაწერენ და მასზე პასუხისმგებლები იქნებიან. 

შეკითხვები:

თქვენ ისაუბრეთ მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაზე, გათვალისწინებულია თუ არა კიდევ ერთი კომპონენტი - დაზვერვა?

დაზვერვა აუცილებლად გათვალისწინებული იქნება, ოღონდ ამ კომპონენტის მთლიანად ქართული მხარე უზრუნველყოფს.

რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ 27 მაისამდე, რომ პროგრამა შეუფერხებლად დაიწყოს?

წვრთნები დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიცრებს კონტრაქტი უნდა გაუფორმოს და მათი ხელფასები მკვეთრად გაზარდოს 400-600 ლარის ფარგლებში. თუმცა, კადრის ოფიცრების წვრთნა დაიწყება 27 მაისს და მათთან კონტრაქტების გაფორმება არ არის აუცილებელი.

ქართველი ოფიცრების ახალი აღჭურვილობა სხვა ქართულ დანაყოფებთან ურთიერთთავსებადობას ხომ არ შეუშლის ხელს?

არა, ვინაიდან ქართველი ოფიცრების აღჭურვა საბჭოური სტანდარტის შეიარაღებით მოხდება, რათა მათი სხვა დანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის პრობლემა არ შეიქმნას. თითოეული ბატალიონი განსაზღვრავს შეიარაღების იმ სახეობას, რომელიც მას ესაჭიროება და ჩვენ მას მივაწვდით.


თბილისის სტრატეგიული და უსაფრთხოების კვლევის ცენტრი არის ანალიტიკური ცენტრი, რომლის მიზანს სტრატეგიულ და უსაფრთხოების სფეროში გამჭვირვალობის გაზრდა წარმოადგენს. ცენტრის პირველადი საქიანობა დაკავშირებულია ექპერტებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სეხვედრების მოწყობასთან. ცენტრი დაარსებულია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთასორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდის, საქართველოს გაერო-ს ასოციაციის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის მიერ, აგრეთვე რამდენიმე კერძო პირის, მათ შორის, რევაზ ადამიას მიერ, რომელიც მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა.

ცენტრის საქ1მიანობის სესახებ იონფორმაციისატვის მიმართეთ
ბ-ნ. გიორგი კალაძეს. ტელ: +995 32 92 02 76

Civil.Ge © 2001-2024