სააკაშვილი: მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა არ იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jun.'06 / 11:43

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ივნისს განაცხადა, რომ საქართველო თავისი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას არ გეგმავს.

"ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა ეს განცხადება ევრაზიის ენერგოუსაფრთხოებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც თბილისში 20–21 ივნისს იმართება.     

Civil.Ge © 2001-2024