საქართველოს მეტი იაფი შაჰ–დენიზის გაზის შეძენა სურს
/ 21 Jun.'06 / 11:24
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის ამოქმედებამდე ხუთ თვეზე ნაკლები რჩება და საქართველო ცდილობს ამ áƒžáƒ áƒáƒ”ქტიდან უფრო მეტი გაზი შეიძინოს შეღავათიან ფასად, ვიდრე ეს თავდაპირველი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი ექსპერტები 20 ივნისს თბილისში შეიკრიბნენ, რათა საქართველოს ეს წინადადება განიხილონ. აღნიშნული შეხვედრა თბილისში 20 ივნისს დაწყებული ევრაზიის ენერგოუსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება.

თავდაპირველად შეთანხმებული იყო, რომ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის მშენებლობის შემდეგ - რომელიც ცნობილია ბაქო-თბილისი-ერზრუმის და ასევე შაჰ-დენიზის გაზსადენის სახელით - საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს მიიღებდა. ამავე შეთანხმების თანახმად, საქართველო წელიწადში áƒ“ამატებით áƒ¨áƒ”ისყიდის ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს შეღავათიან ფასად - 55 აშშ დოლარად 1000 კუბურ მეტრზე (წლიური 1,5%-იანი მატებით) შემდგომი 20 წლის განმავლობაში. წლიური 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი სამხრეთ კავკასიური გაზსადენის საწყისი სიმძლავრეა . იგეგმება, რომ 2012 წლის შემდეგ მისი áƒ’ამტარუნარიანობა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

საქართველოს სურვილია, რომ 2007 წლიდან მიიღოს სულ ცოტა 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეღავათიან ფასად.

"ეს სავსებით რეალურია... და ჩვენ აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებს სურთ დაგვეხმარონ ამაში“, - განუცხადა საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტმა დავით ინგოროყვამ "სივილ ჯორჯიას“ 20 ივნისს.

მისი თქმით, ამ საკითხთან მიმართებაში "ინსტიტუციონალურად შეიცვალა პრინციპები".

"საქართველო ყოველთვის იყო აღქმული, áƒ áƒáƒ’ორც მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა; ახლა ვართ შემსყიდველები. შეგვიძლია გადავიხადოთ და ვიყიდოთ ეს გაზი“, – დასძინა მან.
 
ინგოროყვას თქმით, საქართველოს სურს შაჰ–დენიზის გაზი შეიძინოს ისეთ ფასად, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს.

ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანულ და თურქულ მხარეებთან მოლაპარაკებების მოსალოდნელ შედეგებს ოპტიმისტურად უყურებს.

"მათ ესმით ჩვენი სიტუაცია. იციან, რომ ეს გაზი ჩვენ გვესაჭიროება აუცილებლად იმიტომ, რომ ერთ ქვეყანასაც და მეორესაც უზრუნველყოფილი აქვთ თავისი ენერგომომარაგება. ერთადერთი საქართველო დარჩა და სურთ, რომ დახმარება გაუწიონ“, - განაცხადა ინგოროყვამ.

1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რომლის შეძენასაც შეღავათიან ფასად საქართველო ითხოვს, არის ქვეყანაში ყოველწლიურად მოხმარებული გაზის ნახევარზე მეტი.

2005 წელს საქართველომ დაახლოებით 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიხმარა, 2006 წლის პროგნოზით კი ეს მაჩვენებელი 2 მილიარდამდე გაიზრდება.

690-კილომეტრი სიგრძის სამხრეთ კავკასიური გაზსადენი არის ენერგომომარაგების ერთადერთი ალტერნატიული წყარო საქართველოსთვის, რომელიც დღეს ამ მხრივ მთლიანად რუსეთზეა დამოუკიდებული. საქართველო რუსეთისგან 1000 კუბურ მეტრ გაზს 110 აშშ დოლარად იძენს.

20 ივნისს თბილისში დაწყებულ საერთაშორისო კონფერენციაზე – ევრაზიის ენერგო უსაფრთხოება, რომელსაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო და საქართველოს მთავრობა მასპინძლობდნენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენერგორესურსების ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებას გაუსვა ხაზი.

მან აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური და შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენების პროექტების განვითარება რეგიონისა და ევროპის ენერგომატარებლებით უსაფრთხო მომარაგებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შემთხვევაში ცენტრალური აზიის ენერგომატარებლები დასავლურ ბაზრებზე კავკასია–უკრაინის გავლით და რუსეთის გვერდის ავლით გადაიქაჩება.

Civil.Ge © 2001-2024