ბაღაფში სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Jun.'06 / 10:19

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ ამჟამად ვითარება გალის რაიონში სტაბილურია, "მაგრამ საქართველოს პროვოკაციებს ნებისმიერ დროს ველოდებით“, - იტყობინება "აფსნიპრესი“.

სოხუმში პრეს-კონფერენციაზე საუბრისას ბაღაფშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ რუსი სამშვიდობოები დატოვებენ კონფლიქტის ზონას, მათ ადგილს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზური ჯარები დაიკავებენ.

"და მაშინ ეს იქნება ნამდვილი საზღვარი... მაგრამ ეს იქნება უკიდურეს შემთხვევაში. ჩვენ მოვითხოვთ რუსი სამშვიდობოების ყოფნას კონფლიქტის ზონაში [კონფლიქტის] საბოლოო მოგვარებამდე“, - განაცხადა ბაღაფშმა.

საქართველოს პარლამენტი აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის საკითხს ივლისში განიხილავს, რაც შესაძლოა მათი გაყვანის მოთხოვნით დასრულდეს. თუმცა საქართველოს მთავრობა თითქოს თავს იკავებს საკითხის ისე დასმისაგან, რომ რუსმა სამშვიდობოებმა კონფლიქტის ზონა დაუყოვნებლივ დატოვონ.

 

Civil.Ge © 2001-2024