სააკაშვილი: შეხვედრა პუტინთან მნიშვნელოვანი იყო, ბუშთან–ისტორიული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Jul.'06 / 11:23

5 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში აშშ–ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს შეხვედრა "ისტორიული“ იყო, რომლის შედეგებსაც "ქართველი ხალხი ნახავს“.

"მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა პეტერბურგში [13 ივლისს ვლადიმერ] პუტინთან, დღევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის იყო აბსოლუტურად ისტორიული. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ამის შედეგებს ქართველი ხალხი ნახავს და აშშ დაუდგება საქართველოს გვერდით ბოლომდე. აშშ ბოლომდე მხარს უჭერს საქართველოს ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისათვის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე გამოვიტანე დღეს თეთრი სახლიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები, ენერგეტიკული საკითხები და "ყველა ის საჭირბოროტო საკითხები, რაც საქართველოს მომავლისათვის მნიშვნელოვანია“.

ვაშინგტონში პრეზიდენტი სააკაშვილი 5 ივლისს ასევე შეხვდა áƒáƒ¨áƒ¨-ს თავდაცვის მდივანს დონალდ რამსფელდს და შეხვედრები გამართა სენატშიც.

დღეს მიხეილ სააკაშვილი აშშ–ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდება, რის შემდეგაც მისი სამუშაო ვიზიტი აშშ–ში დასრულდება.

 

Civil.Ge © 2001-2024