ტელევიზიები პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ
/ 10 Jul.'06 / 11:56
სივილ ჯორჯია

ორი კერძო ტელეკომპანია - "იმედი" და "რუსთავი 2" - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ყურადღების ცენტრში მოექცა.

მაშინ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანია "იმედს“ გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფართოდ გაშუქების გამო "რევოლუციური განწყობის” შექმნაში ადანაშაულებენ, ოპოზიციამ "რუსთავი 2“ სამთავრობო áƒ¢áƒ”ლევიზიად áƒ›áƒáƒ˜áƒ®áƒ¡áƒ”ნია და áƒ‘ოიკოტი გამოუცხადა. 

"რუსთავი 2“-მა, რომელიც ტელეკომპანია "იმედის“ მთავარი კონკურენტია, 6 ივლისს მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა, როდესაც პოპულარული თოქ-შოუ "თავისუფალი თემის“ წამყვანმა ეკა ხოფერიამ ტელეკომპანიიდან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება. მოტივად მან "ზოგიერთი სახელისუფლებო პირისგან“, რომელთა ვინაობაც მან არ გაამხილა, "მიუღებელი მოთხოვნების“ დაყენება დაასახელა.

ეკა ხოფერიას ბოლო თოქ-შოუს მთავარი თემა სანდრო გირგვლიანის მკვლეობის საქმე იყო. ხოფერიამ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, რომ მას უნდოდა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მოწვევა გადაცემაში, რომელსაც გირგვლიანის ნათესავები, ოპოზიციური პარტიები და ადამიანის უფლებათა დაცველები გირგვლიანის მკვლელობის დაკვეთაში სდებენ ბრალს.

ხოფერიას თქმით, იყო "რამდენიმე მოთხოვნა და თხოვნა“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დათა ახალაია გადაცემის ბოლო სტუმარი ყოფილიყო, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მისთვის. მან ასევე გამოთქვა თავისი პირადი áƒáƒ–რი და განაცხადა, რომ "როდესაც ასეთი მკვლელობა ხდება, მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს“.

"რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაბატაძემ 7 ივლისს განაცხადა რომ ხოფერიას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო და კატეგორიულად უარყო ჟურნალისტზე რაიმე სახის ზეწოლა ხელისუფლების ან ტელევიზიის áƒ®áƒ”ლმძღვანელობის მხრიდან.

"ერთგვარი ვაჭრობა ვინ იქნება პირველი სტუმარი და ვინ უკანასკნელი პროგრამაზე მუშაობისას ნორმალური პროცესია“, - განაცხადა ტაბატაძემ.

გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიგა ბოკერიამ 7 ივლისს ასევე უარყო, რომ ხოფერიაზე რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

ოპონენტები ხშირად ადანაშაულებდნენ "რუსთავი 2“-ს სააკაშვილის ხელისუფლების ინტერესების გატარებაში. ქართულ მედიაში ყოველთვის არსებობდა მოსაზრება, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკასაც ნაციონალური მოძრაობის წამყვანი ფიგურები განსაზღვრავენ.

"რუსთავი 2“-ის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, რომელიც ქართული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარია. "რუსთავი 2“-მა გააფართოვა თავისი სამაუწყებლო ბიზნესი მას შემდეგ, რაც ხალვაშმა ტელეკომპანია "მზის“ აქციების 78% შეისყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეკა ხოფერიამ თავის განცხადებაში სიტყვა "ზეწოლის“ გამოყენებისგან თავი შეიკავა, ოპოზიციამ áƒŸáƒ£áƒ áƒœáƒáƒšáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¡ გადაწყვეტილება მიიჩნია როგორც დადასტურება იმისა, რომ ტელეკომპანიას მთავრობა აკონტროლებს. 7 ივლისს ოპოზიციამ "რუსთავი 2"–ს ბოიკოტი გამოუცხადა.  

"დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ამ ტელეკომპანიასთან ყოველგვარ თანამშრომლობას, ჩვენ აღარ მივალთ სტუდიაში, არ მივცემთ ინტერვიუებს "რუსთავი 2“–ს, რადგანაც ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფად გადაიქცა“, - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 7 ივლისს რესპუბლიკელებთან, კონსერვატორებთან, მრეწველებთან, პარტია თავისუფლების და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

იმავე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე მოიწვიეს  პრესკონფერენცია და მასმედია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია "იმედზე" გაამახვილეს, რომლის მფლობელიც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ტელეკომპანია იმედის ეთერში პირდაპირ ისმოდა მოწოდებები რევოლუციისკენ და მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ“.

ტელეკომპანია "იმედმა“ ფართოდ გააშუქა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი და áƒ—ანმდევი საპროტესტო აქციები.

"ვწუხვართ, რომ ასე შუქდება მოვლენები, მაგრამ ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხელისუფლება არ აპირებს რაიმე სახის ინსტრუმენტებს მიმართოს,“, - განაცხადა ბოკერიამ.

იმავე დღეს ტელეკომპანია "იმედმა“ ამ განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა. "იმედის“ პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანიის სახელით განცხადება გააკეთა.

"განცხადებები, რომ ტელეკომპანია რევოლუციისკენ მოუწოდებდა, აბსოლუტურად ყალბია. თუ ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, ჩვენ, ჟურნალისტები, მხოლოდ ვაშუქებთ ამას“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა 7 ივლისს განაცხადეს, რომ ქართული საინფორმაციო საშუალებების დიდმა ნაწილმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმო  áƒáƒžáƒáƒ–იციის საპროტესტო აქციების გაშუქებას, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის წარმატებულ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

"პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი უფრო ფართოდ გაშუქდა ამერიკაში, ვიდრე საქართველოში“, - განაცხადა ბოკერიამ.

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ხოფერიას განცხადებებმა გააღიზიანა, ტელეკომპანია "იმედზე“ იყარეს ჯავრი. და მინდა ყველას შევახსენო, რომ "იმედი“ პირველი იყო, რომელმაც [5 ივლისს] ბუში-სააკაშვილის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მაშინ როცა სხვა ტელეკომპანიები იმ დროს [ფეხბურთის] მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს გადასცემდნენ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ტელეკომპანია "იმედის“ კრიტიკა ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ გააძლიერეს, რაც მარტში ამ ტელევიზიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის შესახებ ინფორმაცია გააშუქა. ამ ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის უკან შესაძლოა რომ შს სამინისტროს ცალკეული მაღალჩინოსნები ყოფილიყვნენ. 

მარტში ტელეკომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლება საჯაროდ გააკრიტიკა და მას "იმედზე“ ზეწოლაში დასდო ბრალი. აპრილში კი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მედია ჰოლდინგი "იმედის" აქციების áƒ¨áƒ”ძენას რუპერტ მერდოკის News Corporation-ი გეგმავს. 

Civil.Ge © 2001-2024