სერგეი ივანოვი სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jul.'06 / 17:22

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 13 ივლისს განაცხადა, რომ მიუხედავად პროვოკაციებისა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსეთი "არავის მისცემს უფლებას მის სამშვიდობოებს რამე დაუშავონ“, იტყობინება "რია ნოვოსტი“.

"პროვოკაციები იქ [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში] მუდმივად ხდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალშიც მოხდება“, - განაცხადა ივანოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა 90% რუსეთის მოქალაქეა“, - დასძინა მან.

 

 


 

Civil.Ge © 2001-2024