ხელისუფლებას კოდორის ხეობაში პრობლემები შეექმნა
/ 24 Jul.'06 / 15:35
სივილ ჯორჯია

საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, ემზარ კვიციანის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობა რუსეთის მიერ დადგმული პროვოკაციაა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე, რომელიც სეპარატისტული კონფლიქტებისა და კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოების გამო წარმოიშვა. 

გასამხედროებული ჯგუფის "მონადირის“ ხელმძღვანელმა ემზარ კვიციანმა ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა 22 ივლისს გამოუცხადა. ამის მიზეზად მან ჯგუფის განიარაღების თაობაზე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გეგმები დაასახელა.

თუმცა, 23 ივლისს მან პოლიტიკური მოთხოვნებიც წამოაყენა და დაუმორჩილებლობის გაგრძელებით დაიმუქრა, თუ პარლამენტი 24 ივლისს უმნიშვნელოდ შეცვლილ მთავრობაში ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებად ისევ დაამტკიცებს.

მოწოდებები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარი თემაა. თუმცა, კანონმდებლებმა ოპოზიციური პარტიებიდან დაგმეს კვიციანის ქმედებები და მას "უკანონო“ უწოდეს.

ოფიციალური თბილისი კვიციანის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ეს პიროვნება არ წარმოადგენს კოდორის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ "კვიციანი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამავე დროს ამ საფრთხეს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. რომ კვიციანის უკან რუსეთი დგას. 23 ივლისს მან ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს სულთან სოსნალიევს და რუს სამშვიდობოთა სარდალს სერგეი ჩაბანს მასპინძლობდა.

"თავად ეს ფაქტი ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ, თან იქვე დასძინა, რომ კოდორში განვითარებული მოვლენები დაემთხვა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას.

თუმცა, კვიციანმა უარყო, რომ მას შეხვედრა ჰქონდა აფხაზეთის და რუსეთის ოფიციალურ პირებთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ 23 ივლისს იმედი გამოთქვა, რომ კოდორში პრობლემა ორ დღეში მოგვარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხა ასევე ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარებაც. მაგრამ თბილისი ხეობაში ძალის გამოყენების საკითხს სიფრთხილით ეკიდება.

კოდორის ხეობა, რომლის მოსახლეობასაც სვანები წარმოადგენენ, აფხაზეთის ერთადერთი ნაწილია, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება. ხეობა მხოლოდ სიმბოლურად ექვემდებარებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგანაც სიტუაციას კოდორში ყოველთვის ადგილობრივი ავტორიტეტები აკონტროლებდნენ.

აფხაზური მხარე მუდმივად მიიჩნევდა კოდორის ხეობას, როგორც áƒ—ბილისის áƒžáƒšáƒáƒªáƒ“არმს თავდასხმის შემთხვევაში.

გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე“, რომელშიც დაახლოებით 300-400 კაცი შედის, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხეობის აფხაზური ჯარებისგან დაცვის მიზნით შეიქმნა.  

ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა. ჯგუფის ხელმძღვანელი, ემზარ კვიციანი მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის áƒ áƒ¬áƒ›áƒ£áƒœáƒ”ბული იყო კოდორის ხეობაში. რწმუნებული იყო ის მას შემდეგაც, რაც ხელისუფლება "ვარდების რევოლუციის" გზით შეიცვალა. თუმცა, 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მისი თანამდებობიდან ჩამოცილება რწმუნებულის პოსტის გაუქმების გზით შეძლო.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა  2005 წელს დაშალა "მონადირე", რამაც ადგილობრივი კოდორელების უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამაც გააკრიტიკა, რაც მისი ოქრუაშვილთან áƒ£áƒ—ანხმოების მიზეზი გახდა.

2005 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც "მონადირე“ გაუქმდა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი და ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდა.  თუმცა, áƒáƒ›áƒ˜áƒ¡ შემდეგ არც ინფორმაცია და არც მინიშნება ყოფილა იმაზე, რომ ხეობაში პოლიციის ან რაიმე სხვა ტიპის ოპერაცია იგეგმებოდა.

დეპუტატმა ნიკა გვარამიამ მმართველი პარტიიდან 24 ივლისს განაცხადა, რომ ეს იყო მთავრობის შეცდომა, რომ კვიციანის პრობლემა მაშინვე არ მოაგვარა, როგორც კი გაჩნდა áƒ”ჭვები მის კავშირზე კრიმინალურ საქმიანობასთან. 


 

Civil.Ge © 2001-2024