კოდორში "პოლიციის ოპერაცია" მიმდინარეობს
/ 26 Jul.'06 / 10:49
სივილ ჯორჯია
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანისა და მისი გასამხედროებული ჯგუფის "მონადირის“ წინააღმდეგ áƒžáƒáƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ ოპერაცია მიმდინარეობს.

"მიმდინარეობს დაგეგმილი საპოლიციო ოპერაცია, რომლის მიზანია საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში 25 ივლისს საღამოს.

"მე არ ვარ იმ თანამდებობაზე, რომ ამ ოპერაციის დეტალებზე ვისაუბრო... ისინი, ვინც არ დაგვემორჩილება და შეეწინააღმდეგება სამთავრობო ძალებს, ლიკვიდირებული იქნებიან“, - დასძინა მან. მან მსხვერპლის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

მისი თქმით, გასამხედროებულ ჯგუფს ახლა ორი ვარიანტი აქვს: "მათ ან უნდა ჩააბარონ იარაღი, ან ისინი ლიკვიდირებული იქნებიან“.  

ამავდროულად, ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, სამთავრობო ძალებმა გასამხედროებული ჯგუფის 60-კაციანი შენაერთი განაიარაღეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, აჯანყებულებმა ხეობაში ერთ-ერთი ხიდი ააფეთქეს.

არც ერთი ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

აჯანყებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. 2005 წლამდე, სანამ თავდაცვის სამინისტრო "მონადირეს“ დაშლიდა, მასში 400 წევრი შედიოდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ წესრიგი კოდორის ხეობაში "მალე და ეფექტურად“ აღდგება. 

"ყველა დაინახავს, რომ საუბრები ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების სიძლიერის შესახებ მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის“, - განაცხადა თარგამაძემ.

მისმა მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ გამორიცხა, რომ პოლიციის ოპერაცია "ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში“ გადაიზრდება.

სამთავრობო ძალებსა და კვიციანის ჯგუფს შორის შეტაკების შესახებ ინფორმაცია ქართულმა მედიამ 25 ივლისს, საღამოს 8 საათზე გაავრცელა.  

რუსეთის ტელევიზია ასევე იტყობინებოდა აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობოების სარდლობაზე დაყრდნობით, რომ კოდორის ხეობაში სოფელ ომარიშარას მახლობლად სროლები მიმდინარეობდა.

ამ ცნობების გავრცელებამდე რამოდენიმე საათით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში "სამხედრო ოპერაცია“ გამორიცხულია, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საპოლიციო ოპერაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივლისს გააფრთხილა თბილისი, რომ შეიარაღებული დაპირისპირება კოდორში შესაძლოა რეგიონში ახალ კონფლიქტი დაწყების მიზეზი გახდეს.

ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური თბილისის პოზიცია და 25 ივლისს განაცხადა, რომ კვიციანის უკან რუსეთი დგას.

კოდორის ხეობის ზედა ნაწილი აფხაზეთის ერთადერთი ტერიტორიაა, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.

მესტიიდან კოდორში მიმავალი ერთადერთი უსწორმასწორო გზა უსაფრთხოების ზონის ჩრდილოეთით, მთებში გადის. ამ გზას სეპარატისტული ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამჟამად, ამ გზას ქართველი სამართალდამცავები აკონტროლებენ და მოძრაობა იქ მკაცრად შეზღუდულია. კიდევ ერთი გზა სამხრეთით ენგურის ხიდზე გადის და იგი რუსი სამშვიდობო ძალების მიერ კონტროლდება. 

ამავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა áƒ¡áƒáƒ›áƒ˜áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¢áƒ áƒáƒ› სატელეფონო საუბარი გაავრცელა კვიციანსა და ოპოზიციური პარტიის "წინ, საქართველოს“ წევრს ირაკლი ბათიაშვილს შორის. სატელეფონო საუბრისას კვიციანი ეუბნება ბათიაშვილს, რომ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ მას აფზახი მებრძოლების დახმარება შესთავაზა სამთავრობო ძალების მოსაგერიებლად. მოგვიანებით, ბათიაშვილმა უთხრა "რუსთავი 2“-ს, რომ ჩაწერილი საუბარი áƒ“ამონტაჟებული იყო áƒ“ა áƒáƒ›áƒáƒ­áƒ áƒ˜áƒšáƒ˜ იყო áƒ˜áƒ¡ მონაკვეთი, სადაც კვიციანი აცხადებს, რომ მან უარყო კუპალბას შემოთავაზება.

Civil.Ge © 2001-2024