სუამი ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხს განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Aug.'06 / 14:48

სუამის წევრი სახელმწიფოების - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა - თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები 17 აგვისტოს თბილისში შეიკრიბნენ, სადაც ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხს განიხილავენ.

„ჩვენ განვიხილავთ შემდგომ სამხედრო თანამშრომლობას სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის áƒ¨áƒ”ქმნის საკითხს“, - განუცხადა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კიკნაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონს გაერო-ს, ეუთო-ს, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის მანდატით მიმდინარე სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში ჩართვის და ერთობლივი მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება.

სუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთობლივი სამშვიდობო ბატალიონის შექმნის საკითხზე უკვე მეორედ შეიკრიბნენ. პირველი შეხვედრა უკრაინაში, 2006 წლის ივნისში გაიმართა.

Civil.Ge © 2001-2024