„რუსთავის 2“-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Aug.'06 / 16:44

ტელეკომპანია "რუსთვი 2"-ის ახალ გენერალურ დირექტორად, სარეკლამო სააგენტო „სარკის“ ხელმძღვანელი კობა დავარაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ნიკა ტაბატაძე შეცვალა.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადა ტელეკოპანიას არ გაუკეთებია, თუმცა ამ ინფორმაციას პირად საუბრებში ტელეკომპანიის თანამშრომლები ადასტურებენ.
 
ნიკა  ტაბატაძის განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია 26 აგვისტოს გავრცელდა, რასაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ამ მიზეზით 26 აგვისტოს ეთერში არ გავიდა 12 და 15 საათიანი საინფორმაციო გამოშვებები კურიერი. თუმცა 18 საათიან „კურიერში“ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ორ დღეში მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას დატოვებდა თუ არა ნიკა ტაბატაძის თანამდებობაზე.

ტაბატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ტელეკომპანიის მფლობელის საბოლო გადაწყვეტილებას ამჯერად ჟურნალისტების პროტესტი აღარ გამოუწვევია.

გაზეთი ”რეზონანსი” 26 აგვისტოს იუწყებოდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით ტაბატაძე ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო გაანთავისუფლეს, ”რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი არველაძის დამსახურებაა.” თუმცა გაზეთი ვერ აკონკრეტებდა თუ რა გახდა ამ სავარაუდო დაპირისპირების მიზეზი.

Civil.Ge © 2001-2024