მოსკოვი კონფლიქტების უნივერსალური პრინციპით მოგვარების მომხრეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Aug.'06 / 15:04

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ტიტოვმა სააგენტო ”ინტერფაქსთან” ინტერვიუში განაცხადა რომ მოსკოვი კვლავაც მიიჩნევს რომ კონფლიქტები უნდა მოგვარდეს უნივერსალური პრინციპების გამოყენებით.

”ადგილი არ უნდა ქონდეს ”ორმაგ სტანდარტებს.” ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა რომ არ მოხდეს ერთი მიდგომის გამოყენება კოსოვოს პრობლემის მოგვარებისას და ხვა მიდგომის გამოყენება სხვა რეგიონებში არსებულ მსგავს სიტუაციებში. ჩვენთვის ცხადია, რომ უკვე ეხლა ”კოსოვოს ფაქტორი” გავლენას ახდენს იმ პროცესებზე რომლებსაც ადგილი აქვს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში და ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში,” - განაცხადა ტიტოვმა.

Civil.Ge © 2001-2024